თავში

რატომ გააძვირეს სესხები ბანკებმა

რატომ გააძვირეს სესხები ბანკებმა
რატომ გააძვირეს სესხები ბანკებმა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა განაპირობა ლიკვიდურობის საკითხმა და გაზრდილმა რისკებმა, თუმცა უკვე შეინიშნება საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

"დარწმუნებული ვარ, საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდება,"-თქვა გვენეტაძემ და იქვა დასძინა, რომ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

"დღეს უკვე შეინიშნება კლება საპროცენტო განაკვეთების ლარის რესურსებზე, რაც გარკვეულწილად იმის შედეგია , რომ ჩვენ მყისიერად ავამოქმედეთ ლიკვიდურობის მიწოდების ინსტრუმენტები. ამ სიტუაციაში ბუნებრივია, რომ საკრედიტო რისკები გაზრდილია, საკრედიტო რისკის შემცირებას მეტი დრო დასჭირდება და დარწმუნებული ვარ, საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდება,“-აღნიშნა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system