თავში

რატომ გადაიდო ისრაელიდან ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში

რატომ გადაიდო ისრაელიდან ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში
რატომ გადაიდო ისრაელიდან ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში

„ყველაფერი მზად არის ხელმოსაწერად, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ისრაელში ეპიდმდგომარეობა გართულდა. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს საკითხი დროებით უნდა გადავდოთ," - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

პრემიერის განმარტებით, ტურიზმის ამუშავება დამოკიდებულია პარტნიორი ქვეყნების ეპიდვითარებაზე.

"ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება. ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, 1-ლი ივლისიდან, საქართველო უცხოელ ტურისტებს ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვით მიიღებს.

მანამდე კი, სულ რაღაც 5 დღეში, 15 ივნისიდან, საქართველო შიდატურიზმს გახსნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system