თავში

რატომ გადაიფიქრეს აუქციონზე 600 000 ევროდ შეძენილი ჰიტლერის ნივთების დაწვა

რატომ გადაიფიქრეს ჰიტლერის ნივთების დაწვა
რატომ გადაიფიქრეს აუქციონზე 600 000 ევროდ შეძენილი ჰიტლერის ნივთების დაწვა

ლიბანელმა ბიზნესმენმა მიუნხენში გამართულ აქუციონზე ადოლფ ჰიტლერის კუთვნილი ნივთები 600 000 ევროდ შეიძინა. ამის შესახებ გამოცემა GoodIs წერს.

ლიბანელმა კაცმა აუქციონზე 600,000 ევრო (660,000 აშშ დოლარი) მხოლოდ იმიტომ დახარჯა, რომ ნაცისტური მემუარები მემარჯვენე ჯგუფების ხელში არ მოხვედრილიყო და  პროპაგანდად არ ყოფილიყო გამოყენებული.

შატილას განმარტებით, თავდაპირველად ის ამ ნივთების დაწვას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა, რადგან მისი აზრით, ნივთებით მომდევნო თაობა ჰიტლერს უკეთ გაიცნობს.

შვეიცარიაში მცხოვრები ბიზნესმენი, აბდალა შატილა ამ ნივთებს ისრაელს გადასცემს. ჯერ კიდევ აუქციონის გამართვამდე ის ებრაულ ორგანიზაცია „კერენ ჰაიესოდს“ დაუკავშირდა და აცნობა საკუთარი გეგმა. 

ბიზნესმენმა  სულ 9 ნივთი იყიდა, მათ შორის ჰიტლერის ქუდი, წიგნი „ჩემი ბრძოლა“, სიგარის ჩასადები ყუთი, წერილები და საბეჭდი მანქანა.

მანამდე ებრაელებმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ნივთების აუქციონზე გატანა გააპროტესტეს. ევროპის ებრაელთა ასოციაციის (EJA) განცხადებით, ჰიტლერის და ევა ბრაუნის ნივთებს ისტორიული ღირებულება არ აქვთ და მათ მხოლოდ ის ადამიანები შეიძენენ, რომლებიც ნაციზმს ხოტბას ასხამენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system