თავში

რატომ გადაყარა მარნეულელმა ფერმერმა ბოსტნეული

რატომ გადაყარა მარნეულელმა ფერმერმა ბოსტნეული
რატომ გადაყარა მარნეულელმა ფერმერმა ბოსტნეული

მარნეულის მერიაში სოფ. თაზაქენდში მცხოვრები ფერმერის ვალი ხატინოვის მიერ ბოსტნეულის (ბოლოკის) გადაყრის ფაქტი განმარტეს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მეწარმე მერიასა და მაჟორიტარ დეპუტატს ადანაშაულებდა გულგრილობაში და ამბობდა, რომ მას მოსავლის რეალიზაციაში არ დაეხმარნენ, რის გამოც მოსავალი გაუფუჭდა.

მარნეულის მერიის ცნობით, ვ.ხატინოვის მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზებაში დახმარების მიზნით, მის საცხოვრებელ სახლში სამჯერ იმყოფებოდნენ მერიის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები (მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ გარაყანიძე), რომლებმაც ვ.ხატოროვი დააკავშირეს შპს “აგრო ჰაბი”-ს, “ჯიბე”-ს და სხვა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკების საწყის ეტაპზე მოხდა შეთანხმება, თუმცა შემდგომში ვ.ხატიროვმა გაზარდა პროდუქციის ფასი, რის გამოც ფირმებმა უარი განაცხადეს მასთან თანამშრომლობაზე და აღარ შეიძინეს პროდუქცია.

ხატიროვის მიერ გადაყრილი ბოსტნეულის საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 400-500 ლარს. 

მარნეულის მერიის ცნობითვემ  ვ.ხატიროვთან, ამჟამად ნანობს ჩადენილს და მზადაა მ/წ 21 აპრილს შეხვდეს მარნეულის მერს ზაურ დარგალს, მოუბოდიშოს მას და გააკეთოს საპირისპირო განცხადება, რომ მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა მისი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით მოიძიეს პოტენციური მყიდველები, რომლებთანაც შეთანხმება მან თვითონ ვერ შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system