თავში

რატომ გაძვირდა პროდუქტი

რატომ გაძვირდა პროდუქტი
რატომ გაძვირდა პროდუქტი

"პირველად მოხმარების ფაქტობრივად ყველა პროდუქტზე ფასს ცეცხლი უკიდია, კიტრია და 4,5 ლარამდეა კილოს ფასი, ვაშლია და 5 ლარამდე ავიდა, ხორცის ფასმა სულ გაუბერა და ა.შ. რასაც ერთი გასვლაზე 60 ლარი ჰყოფნიდა, 80 ლარიც აღარ ჰყოფნის უკვე," - ამის შესახებ "კარ.ჯის" დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე აცხადებს და ცდილობს მიზეზიც ახსნას.

მისი თქმით სურსათის გაძვირების უპირველესი მიზეზი ნეგატიური მოლოდინია. 

"პანდემიაა და ხალხს ცუდი მოლოდინები აქვს მიუხედავად იმისა რომ ეპიდემიის სიტუაციის კონტროლი ჩვენთან კარგად მიმდინარეობს. წინ ივნისია, როცა ასობით ათას ადამიანს სესხების გადახდა უკვე თავად მოუწევს. ასობით ათასმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. დაანონსებული დახმარებები ცოტას მიეცემა და მართლა ცოტაა. ეკონომიკის გახსნის პროცესი როგორ წავა ჯერ არ ვიცით. და ეს ყველაფერი როდის დასრულდება ისიც არ ვიცით. ეს ყველაფერი ზრდის განუსაზღვრელობას, რაც ფასებზე გამყიდველების მადის მიხედვით აისახება," -განმარტავს ზივზივაძე და ფასების ზდის კიდევ ერთ ფაქტორად აგრობაზრების დახურვას ასახელებს.

"ბაზრების დახურვამ ერთი მხრივ გამოიწვია ის, რომ გლეხების / ფერმერების პროდუქცია დახლზე ფიზიკურად ვერ ხვდება და სადაც ეს ხერხდება, შედარებით ძვირი ჯდება. გარდა ამისა, მყიდველი ბევრია გამყიდველი ცოტა სხავადასხვა შეზღუდვების გამო და ფასი ამ დროს ბუნებრივად იზრდება," - გვიხსნის ზივზივაძე და განმარტავს, რომ ბაზრების მუშტარი სუპერმარკეტებში გადამისამართდა.

"ბაზრების ამ პრობლების გამო მყიდველთა დიდი ნაკადი დააწვა მარკეტებს. საქართველოში 5,000-მდე მარკეტია და აქედან 20%-მდე ქსელური. ფასწარმოქმნის სტრუქტურა სხვადასხვაა აგრარულ ბაზარში, საბითუმოში, უბნის მაღაზიებში, ქსელურებში, ჰიპერმარკეტებში. ქსელურებში ბაზრებთან შედარებით ისედაც მაღალი ფასი იყო. ვირუსისგან თავდაცვის დამატებით ღონისძიებებს კიდევ თავისი ხარჯი აქვს და ესეც მყიდველს აწვება," - აღნიშნავს "კარ.ჯის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოს რეგიონებში დღეისთვის 47 ბაზარი მუშაობს

სულ ქვეყანაში 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული.

აგრარული ბაზრების ფუნქციონირება 27 აპრილიდანაა ნებადართული.

აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდ მიზნით, 6-7 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩა ბაზრობებზე დასაქმებული 45 ათასზე მეტი ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system