თავში

რატომ გაძვირდა რძე

რატომ გაძვირდა რძე
რატომ გაძვირდა რძე

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსი იანვარში, გაიზარდა და 113.3 ქულა შეადგინა. ეს 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ, FAO-ს ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაჩვენებელი 2020 წლის დეკემბრის ფასებთან შედარებით 4.3%-ითაა გაზრდილი,

FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

2021 წლის იანვარში 1.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. სპეციალისტების განმარტებით, ზამთარში, როგორც წესი, რძის წარმოება დაბალია და ფასიც მაღალი. წელს იანვარში რძის გაძვირება კიდევ უფრო დაასტიმულირა  ჩინეთის მიერ ახალი წლის სამზადისის გამო პროდუქციის მასიურმა შესყიდვამ.

საქართველოში ბოლო ერთ თვეში რძე და ყველი 4.0 პროცენტით გაძვირდა. ისინი გაძვირებულია წლიურ ჭრილში 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით რძესა და ყველზე ფასები გაძრდილია 9.1 პროცენტით.

რძისა და ყველის მწარმოებლები რძის დეფიციტზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, როგორც მოსახლეობიდან, ასევე ფერმებიდან რძის შესყიდვა შემცირდა, ხოლო ფასი გაიზარდა. 

შეგახსენებთ, საქართველომ რძის წარმოება მცირედით გაზარდა. 2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია.

შეგახსენებთ, რძეს "თეთრ ოქროს" უწოდებენ მისი უდანაკარგო წარმოების ციკლის გამო და სპეციალისტები სახელმწიფოს მერძევეობის სექტორისადმი მეტ ყურადღებას ურჩევენ. სახელმწიფო მერძევეობის განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამას ამუშავებს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8 მლნ. ლარზე მეტი.

საქართველოში რძის იმპორტი იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია.

უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

შემცირებულია ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით.

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system