თავში

რატომ გაძვირდა სესხები

რატომ გაძვირდა სესხები
რატომ გაძვირდა სესხები

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პარალელურად „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 

2019 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 5045 მილიონიდან 5310 მილიონ ლარამდე.

102700 ხელშეკრულებიდან 28300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 667.12 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 სექტემბრის მდგომარეობთ 14.26% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 სექტემბრის მონაცემებით 37500 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.09%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1690.60 მილიონი ლარია.

33100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2696.20 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 949.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.48%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 სექტემბრის მონაცემებით 1746.82 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.73%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 სექტემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.881 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.36%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 71.607 მილიონი ლარია.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ექნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. ორგანიზაციის განმარტებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა შეაფერხებს ლარიზაციის პოლიტიკას, შეანელებს ეკონომიკურ აქტივობას, გააძვირებს ლარის რესურსს და კიდევ შეზღუდავს წვდომა ფინანსებზე. რაც შეეხება მის დადებით ეფექტს, ორგანიზაციის სეფასებიტ, ესაა ინფლაცის მოთოკვა ერთი ან ორი კვარტლის პერიოდში და ლარის კურსზე წნეხის შემცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system