თავში

რატომ გაძვირდა შაქარი

რატომ გაძვირდა შაქარი
რატომ გაძვირდა შაქარი

"ზაფხულის პერიოდში შაქართან დაკავშირებით ფასი ყველაზე დაბალი იყო, თუმცა წინა წლებსაც რომ გადახედოთ, შაქრის ფასს თავისი სეზონურობა აქვს. სეზონი არის, როდესაც სეზონური ხილის გადამუშავება ხდება და ზამთრისთვის მომზადება, ამიტომ აგვისტოსა და სექტემბერში ოდნავ ფასები იმატებს ხოლმე", - ასე განმარტავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შაქრის გაძვირებას.

ლევან დავითაშვილი შაქრის ადგილობრვი წარმოების აუცილებლობაზეც საუბრობს და დასძენს, რომ „აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე. 

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ მიიღო, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. მისი განმარტებით, კორონავირუსის პირობებში, მთელმა მსოფლიომ არაორდინალური გადაწყვეტილებები მიიღო, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვას და ამ პირობებში, აქტუალური გახდა ადგილობრივი წარმოების, ადგილობრივი მარაგების არსებობა. 

„სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ამ ნაწილში არ დახარჯულა, „აგარის შაქარს" ეს პრეფერენცია არანაირად არ მიუღია. ფასები თავისუფალ რეჟიმშია ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. არავის დაუდგენია, არც შეუზღუდავს და ამ შემთხვევაში, არ დაუსუბსიდირებია. როდესაც გვქონდა გარკვეული პროდუქტების დაფინანსების პროგრამა, ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც რეგიონში ზუსტად შემზღუდავი მექანიზმები არსებობდა იმისთვის, რომ მოსახლეობა სპეკულაციური ფასებისგან დაგვეცვა და დეფიციტი თავიდან აგვერიდებინა. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ვახდენთ ფასების მონიტორინგს.ზოგიერთ იმპორტულ პროდუქტზე შესაძლოა, ფასი ოდნავ გაზრდილი იყოს, თუმცა რეკორდულად მინიმალური ფასებია ქართული წარმოების ბოსტნეულზე, იგივე პომიდორი, კარტოფილი და ბევრი რამ. ვფიქრობ, ფასებით სპეკულირება უადგილოა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, სექტემბრიდან შაქრის საერთასორისო ფასი გაზრდილია.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა.

ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა.

ცნობისთვის საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება. შარშან, საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფის ზრდას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით ელოდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა.

ყველაფერი აგარის შაქრის წარმოებაზე, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system