თავში

რატომ გაძვირდა სურსათი

რატომ გაძვირდა სურსათი
რატომ გაძვირდა სურსათი

COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) შემოსვლაზე, პროდუქტებისა და სერვისების ექსპორტსა თუ ფულადი გზავნილების შემოდინებაზე, რაც პირდაპირ აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. 

ამის შესახებ აღნიშნულია ISET Policy Institute-ის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კვლევაში.

ორგანიზაციის განმარტებით,პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობები და მისი შეკავების ღონისძიებები პირდაპირ აისახა მოხმარებასა და ადგილობრივ ინვესტიციებზეც. შედეგად, მთლიანი მოთხოვნის შემცირებამ და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა წარმოების ხარჯების ზრდამ მიგვიყვანა მშპ-ის შემცირებამდე. 

საქსტატის მონაცემებით, რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი პროგნოზი სექტემბრისთვის -0.7%-ია, მაშინ როდესაც წინასწარი პროგნოზით 2020 წლის პირველი 9 თვისთვის რეალური მშპ-ის ზრდა -5%-ია.

ISET-ის განმარტებით, შემოსავლებში გამოხატული, ეკონომიკური ხელმისაწვდომობის გარდა, სურსათზე ფიზიკური წვდომაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სერიოზულად შეაფერხა საკვები პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობა, რამაც რიგი ძირითადი საკვები პროდუქტების დეფიციტი გააჩინა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე. შედეგი კი ის არის, რომ საქართველოს იმპორტ-დამოკიდებულებამ და მიუდგომელმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ მიგვიყვანა იმპორტირებული პროდუქტების ფასების გაძვირებამდე.

"საქართველო საკვები პროდუქტების წმინდა იმპორტიორია, ამიტომ მიწოდების ჯაჭვებში გაჩენილი შეფერხებები ზრდის სურსათის ფასებს. ამას ემატება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რაც კიდევ უფრო ზრდის საფასო წნეხს. პანდემიის პირველ თვეებში საქართველოში საკვებ პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ძირითადი მიზეზი არის ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში – 2020 წლის მარტ-მაისში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლარი 15.8%-ით გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებაში ლარი გაუფასურებას განაგრძობს და 2020 წლის ოქტომბერში 3.22 შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსი 2.97 იყო (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020 წ.)," - განმარტებულია ISET Policy Institute-ის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კვლევაში.

რა მასშტაბისაა პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა სურსათის მიწოდებაზე, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system