თავში

რატომ გაძვირდა ცხოვრება

რატომ გაძვირდა ცხოვრება
რატომ გაძვირდა ცხოვრება

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ სურსათის გაძვირებაზე გავლენა კორონავირუსმა მოახდინა, რადგან ისაფუძვლოდ შეშინებული ხალხი ცდილობს მარაგები გაიკეთოს, თუმცა ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კონკურენტული პირობების არარსებობსი გამო, იმპორტიორები ამით სარგებლობენ და ფასებს საკუთრი შეხედულებისამებრ ზრდიან.

"საქართველოში არ არის კონკურენტული გარემო და შესაბამისად, ბაზარიც არ არის კონკურენტული. შესაბამისად, იმპორტიორს შეუძლია ფასი ასწიოს და დასწიოს ისე, რომ ამის გამო პრობლემები არ შეექმნას. ასეთი კომპანიები ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ ყველა შესაძლებელი გარემოება, რათა ფასები გაზარდონ. ამის მკაფიო მაგალითი არის საწვავი. ნავთობი მთელ მსოფლიოში გაიფდა და ჩვენთან კი პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ბაზარზე კონკურენტული გარემოს არსებობის შემთხვევაში, კომპანიები ფასების გაზრდას ვერ გაბედავდნენ, რადგან სხვაგან სიიაფე იქნებოდა და მათთან არავინ მივიდოდა", - აცხადებს სიმონიშვილი report.ge-სთან საუბრისას.

სპეციალისტების ნაწილი კი პროდუქტების გაძვირებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებს. ფინანსისტების განმარტებით, თუ კურსი გაუფასურებას არ გააგრძელებს და დასტაბილურდება, პროდუქციაც გაიაფდება. 

"ფასების გაზრდის მიზეზი ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებაა. ლარი უკვე წარმოუდგენელ ნიშნულზე, რაც ბუნებრივია, სხვადასხვა სახის პროდუქცია აძვირებს, პირველ რიგში კი, პირველადი მოხმარების საქონელს," - გვიხსნის ეკონომისტი დავით ასლანიშვილი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე და განმარტავს, რომ ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებში სიმშვიდეა. 

"საქართველო ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. არც ერთი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ეროვნული ვალუტა მკვეთრად არ უფასურდება.  აზერბაიჯანული მანათი ერთი კვირაა საერთოდ არ გაუფასურებულა და 1.70-ის ნიშნულზე რჩება. ბოლო ერთ კვირაში, თურქული ლირა 6.15-დან 6.45-მდე გაუფასურდა. სომხეთში 1 დოლარი რამდენიმე დღის წინ თუ 482.09 დრამი ღირდა, გუშინ - 489.80 დრამი. რაც შეესება რუსულ რუბლს, ბოლო დროს იქაც სტაბილურობაა და 1 დოლარი თუ 67,51 რუბლი ღირდა, ახლა 74.12 რუბლი ღირს და ორშაბათიდან მოყოლებული ერტ ადგილზე მყარად დგას. საქართველოში კი, ეროვნული ვალუტა 2.78-დან 3.16-მდე გაუფასურდა. ასეთი მასშტაბის ვარდნა ლარს არასოდეს განუცდია," - გვიხსნის ასლანიშვილი.

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ლარის გაუფასურებასა და პროდუქტების გაძვირებაში ბრალს მოსახლეობას და ეროვნულ ბანკს სდებს. მისი თქმით, ფასები მოსახლეობაში პანიკური ვითარების ფონზე არის მომატებული.

"შოკური ფონი იწვევს მოთხოვნის გაზრდას. ამის შესაბამისად სადისტრიბუციო კომპანიებს უწევთ დამატებით პროდუქციის მობილიზება. როცა მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, ტურიზმიდან თანხები არ შემოდის, გადმორიცხვები შეჩერებულია, ეს ძალიან მძიმედ აისახება ეროვნულ ვალუტაზე. ამჟამად ფასი პირველადი პროდუქტის ღირებულების დათვლილია 2.80-82-იან კურსზე და ახლა თითქმის 3.20-მდეა, ანუ ეროვნული ვალუტა დაახლოებით 40 პუნქტით გაუფასურდა. ფასები იმის ფონზე კი არ იზრდება, რომ მოთხოვნაა მომატებული, არამედ იმპორტიორები იძულებული ხდებიან პროდუქტი გაზრდილი ღირებულებით შემოიტანონ. ყველას მოვუწოდებ, რომ თავის თავზე აიღოს სოციალური პასუხიმგებლობა და მარაგების გაკეთებისგან თავის შეიკავონ. რეალურად იმის საფრთხე, რომ პროდუქცია დეფიციტური გახდეს, არ არსებობს. სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ გარკვეული რისკები დაზღვეული იყოს. ვისაც შიში აქვს, "დელივერის" სერვისით მივაწვდით პროდუქციას სახლში. მოსახლება ეროვნულად მოეკიდოს ამ საკითხს და უფრო მძიმე ეკონომიკური ვითარებაში ნუ ჩააგდებენ ქვეყანას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ცუდად მოგვიბრუნდება”, - აცხადებს ივა ჭყონია.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუცია კომპანიები გააფრთხილა არ გაზარდონ ფასები.

კომპანიებისგან მივიღეთ დაპირება, რომ მარაგის შევსების მხრივ პრობლემა არ იქნება. მოვუსწოდებ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და აჟიოტაჟური მოთხოვნით. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ”, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system