თავში

რატომ გაძვირდა ზეთი

რატომ გაძვირდა ზეთი
რატომ გაძვირდა ზეთი

დეკემბერში, მსოფლიოში მცენარეულ ზეთზე ფასებმა 4.7%-ით მოიმატა და 2012 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია FAO-ს ფასების ინდექსში, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს, განმარტებით,  გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, დეკემბერში გაიზარდა პალმის ზეთის ფასები, რასაც ხელი შეუწყო ინდონეზიაში საექსპორტო გადასახადის მკვეთრმა ზრდამ. სოიოს ზეთზე კი ფასების ზრდის მიზეზად, არგენტინაში გაჭიანურებული საპროტესტო აქციები იქცა, რამაც ექსპორტის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. 

საერთო ჯამში, 2020-ში, წინა, 2019 წელთან შედარებით, მცენარეულ ზეთებზე საერთაშორისო ფასები 19.1%-ით გაზარდა.

რაც შეეხება, ზეთის ადგილობრივ ფასს, საქართველოში 2020 წლის დეკემბერში 27.2 პროცენტითაა გაძვირებული ზეთი და ცხიმი, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით. ეს პროდუქტი გაძვირებულია ერთი თვის ჭრილშიც. ანუ ზეთსა და ცხიმზე ფასები 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, გაიზარდა 3.5 პროცენტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system