თავში

რატომ გაძვირდა ზეთი

რატომ გაძვირდა ზეთი
რატომ გაძვირდა ზეთი

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ზეთისა და წიწიბურას გაძვირების მიზეზის დასადგენად გარკვეული ინფორმაცია დაამუშავა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე  განმარტავს, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება საკუთარი ინიციატივით დაიწყეს, რადგან აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების ზრდა საზოგადოებაში მაღალ ინტერესს აჩენდა.

„ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას და ვამუშავებთ, რომ დავადგინოთ ხომ არ იწვევს მსიფლიო ტენდენციისა და ბაზრის ტენდენციის გარდა გაძვირებას სხვა ფაქტორი. შევისწავლეთ პურის ფასი, საწვავის ფასი. გვქონდა გარკვეული შეფასებები ზეთის და წიწიბურას მიმართულებაზე. დადგინდა, რომ ფასების ზრდა გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე არსებულმა გაძვირების ტენდენციამ. იყო ინფორმაცია, რაც ჩვენ მოგვცემდა საშუალებას, გაგვერკვია ამ ბაზარზე რა ვითარებაა და ეს იყო ძირითადად მოთამაშეთა რაოდენობა, მათი წილობრივი მონაწილეობა ბაზარზე, რაც იძლევა წინასწარ იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ აქ კონკურენცია არის. 2021 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 30 კომპანიაა ზეთის იმპორტიორი და საკმაოდ ბევრი კომპანია ახორციელებს წიწიბურის იმპორტს და პირველი, მეორე, მესამე კომპანიის წილები არის 16%, 10%, 9%-ის ფარგლებში. ბაზარი არის გახსნილი და დაბალკონცენტრირებული“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე "საქმის კურსში" 

ცნობისთვის, ზეთის საერთაშორისო ფასი 8%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა როგორც 2021 წლის მარტში, თებერვალშიიანვარშიც და 2020 წლის დეკემბერშიც.

ადგილობრივ ბაზარზე ზეთის გაძვირებას კიდევ ელიან. ზეთის იმპორტიორების განმარტებით, დეფიციტი არ არის, მაგრამ წარმოების შემცირებას აქვს ადგილი და ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა, შესაბამისად, ყველა დასახალება გაძვირდა. საქართველოში ზეთის გაძვირებას ხელი ლარის გაუფასურებამაც შეუწყო, რადგან, იმპორტიორების განმარტებით, გაძვირდა ლოჯისტიკა, საწვავის, რაც იმპორტს კიდევ აძვირებს.

"სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი ფასთან დაკავშირებით არ გვაქვს. სამომავლოდ კიდევ მოიმატებს ფასი. ფასები მზარდია და როდის გაჩერდება, არავინ იცის. სექტემბერში ახალ მოსავალს მივიღებთ და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ბაზრებზე ზეთის ღირებულება", - ამბობს report.ge-სთან "ალფას“ დამფუძნებელი და ზეთის იმპორტიორი კომპანია, ,,ბარაქას", დირექტორი, გურამ ბროძელი და დასძენს, რომ ფასის ზრდის გამო ზეთის რეალიზაცია შემცირდა.

ცოდნის არქონა, ნედლეულის დეფიციტი და ტექნიკის გაუმართაობა - სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც საქართველოში ზეთის წარმოება ვერ ვითარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system