თავში

რატომ გაიზარდა საარსებო მინიმუმი იანვარში

რატომ გაიზარდა საარსებო მინიმუმი იანვარში
რატომ გაიზარდა საარსებო მინიმუმი იანვარში

ბოლო პეროოდის განმავლობაში ცხოვრება თვალშისაცემად გაძვირდა, რასაც საარსებო მინიმუმის იანვრის სტატისტიკაც ადასტურებს. 1 თვეში საარსებო მინიმუმი 2,2 ლარით გაიზარდა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, ამ მხრივ გავლენა ინფლაციამ და სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდამ მოახდინა.

მისი განმარტებით, სასურსათო კალათაში ინფლაციის გავლენას აქვს 2 მიზეზი: წარმოება მცირდება, რაც ზრდის ფასს და ამასთან მატულობს იმპორტული პროდუქტის ღირებულება. ამ პროცესს თან ახლავს ლარის დევალვაცია, რაც შემდეგში სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ღირებულებაზე აისახება.

,,საარსებო მინიმუმის ძირითადი მდგენელი კვლავ სურსათია, რომელზეც ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში იზრდება. წელიწადნახევარზე მეტია, სურსათის ფასის ზრდის დონე ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი უსწრებს, რაც სტატისტიკაზე პირდაპირ აისახება. წარმოებაში ბევრი პრობლემაა და ეს საარსებო მინიმუმზე უარყოფითად მოქმედებს. ამ მხრივ დადებით გავლენას მოახდენს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 200 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა. ამით, გარდა იმისა, რომ დამატებითი ღირებულების პროდუქცია ადგილზე შეიქმნება, ახალი სამუშაო ადგილებიც გაჩნდება. ეს აუცილებლად მისაღები გადაწყვეტილება იყო, რადგან ექსპორტის ზრდა შიდა სასურსათო ბაზარზე არსებულ ვითარებას კიდევ გაამწვავებს", - ამბობს სტატისტიკოსი და წარმოებაში არსებულ პრობლემაზეც დასძენს.

,,ჩვენი მოხმარების უდიდესი ნაწილი კვლავ იმპორტულ პროდუქტზე მოდის. მემარცვლეობაში მას 90% უჭირავს. შიდა მოხმარება გვაქვს ორად ორ პროდუქტზე, როგორიცაა კვერცხი და კარტოფილი. ასე შორს ვერ წავალთ. მართალია, იმპორტი შემცირდა, მაგრამ ამაზე გავლენა წარმოების ზრდას არ მოუხდენია. მოთხოვნა არის შემცირებული, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის გასვლას უკავშირდება", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system