თავში

რატომ გაიზარდა საარსებო მინიმუმი მარტში

რატომ გაიზარდა საარსებო მინიმუმი მარტში
რატომ გაიზარდა საარსებო მინიმუმი მარტში

ინფლაციური პროცესების გამო, რაც ლარის კურსმა გამოიწვია, საარსებო მინიმუმი გაიზარდა. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სინამდვილეში მეტი საფუძველი არსებობდა, რომ საარსებო მინიმუმი უფრო მაღალი მაჩვენებლით გაზრდილიყო. ამის მტავარი ფაქტორი აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, ლარის რეკორდული გაუფასურებაა.

,,მართალია, საარსებო მინიმუმი გაიზარდა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, საკმარისი არ არის და მით უმეტეს ახლა, როცა ლარის კურსისა და ინფლაციის თვალსაზრისით, ასეთი მდგომარეობაა. სურსათო კალათაში ინფლაციის გავლენას აქვს 2 მიზეზი: წარმოება მცირდება, რაც ზრდის ფასს და ამასთან მატულობს იმპორტული პროდუქტის ღირებულება. ამ პროცესს თან ახლავს ლარის დევალვაცია, რაც შემდეგში სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ღირებულებაზე აისახება. რეალობის ადეკვატური ღირებულების საარსებო მინიმუმის ცხოვრებაში გასატარებლად საჭიროა სოციალური პროგრამების აქტიური განხორციელება სახელმწიფოებრივ დონეზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების, პენსიების, შემწეობების მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება და სხვა, რაც გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს და გააუმჯობესებს მათ მყიდველობით უნარს", -  აცხადებს ავთო სილაგაძე report.ge-თან.

როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე აღნიშნავს, სტრატეგიული გეგმაა შესამუშავებელი, მათ შორის, საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით, რადგან არსებული მაჩვენებელი ის თანხა, რითაც რეალურად სიღარიბის უკიდურეს ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის განმსაზღვრელად იყენებენ.

,,ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ მოხმარების უდიდესი ნაწილი კვლავ იმპორტულ პროდუქტზე მოდის. კვერცხისა და კარტოფილის გარდა, შიდა მოხმარება არ გვაქვს. ასე შორს ვერ წავალთ. მართალია, იმპორტი შემცირდა, მაგრამ ამაზე გავლენა წარმოების ზრდას არ მოუხდენია. მოთხოვნა არის შემცირებული, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის გასვლას უკავშირდება. გარდა ამისა,საარსებო მინიმუმის ძირითადი მდგენელი კვლავ სურსათია, რომელზეც ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში იზრდება. თითქმის 2 წელია, რაც სურსათის ფასის ზრდის დონე ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი უსწრებს და სტატისტიკაზე  ესეც პირდაპირ აისახება. წარმოებაში ბევრი პრობლემაა და ეს საარსებო მინიმუმზე უარყოფითად მოქმედებს", - განმარტავს გივი მომცელიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა, თუმცა წლიურ ჭრილში შემცირდა. 2021 წლის თებერვალში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 197.2 ლარი იყო, მარტში კი, ეს მაჩვენებელი სამი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 201.0 ლარი შეადგინა. თებერვალთან შედარებით, მარტში, თებერვალთან შედარებით, 3.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 178.1 ლარს შეადგენს.

წლიურ ჭრილში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარითაა არის შემცირებული. ერთი წლის განმავლობაში 4.5 ლარითაა შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც. ის მიმდინარე წლის მარტში 178.1 ლარს გაუტილდა, 2020 წლის მარტში კი 182.6 ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system