თავში

რატომ გაქრა პირბადეები აფთიაქებიდან

რატომ გაქრა პირბადეები აფთიაქებიდან
რატომ გაქრა პირბადეები აფთიაქებიდან

საქართველოში სამედიცინო პირბადეებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 “ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ბაზაში პირბადეების მარაგი მხოლოდ კლინიკებისთვის არის დარჩენილი და მათ ქსელებში ფაქტობრივად პირბადეების დეფიციტია. პრობლემაა მომწოდებლებთან ურთიერთობაც. როგორც ლალი ბრეგვაძე აცახდებს, ისინი პირბადეებს წარმოუდგენლად ძვირ ფასად სთავაზობენ.

„ვერ გვაწვდიან, იმიტომ რომ ჩინეთი და თურქეთია მწარმოებელი და მთელი ეს რესურსი მიმართულია ჩინეთისკენ. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შემოვიტანთ უახლოეს დღეებში, თუმცა ვდცილობთ, რომ დეფიციტი არ შეგვექმნას. არის აფთიაქები, სადაც არის პირბადეები დარჩენილი, თუმცა გარკვეულ აფთიაქებში აღარ არის. ბაზაში გვაქვს დარჩენილი კლინიკებისთვის, რადგან მათ რომ არ მივაწოდოთ, არ შეიძლება. მოლაპარაკებები გვაქვს, უბრალოდ ძალიან ძვირ ფასს გვთავაზობენ, არანორმალურად ძვირ ფასს. 39 ცენტად გვთავაზობენ ანუ 1,10 ლარი გამოდის თვითღირებულება“, - აცხადებს ლალი ბრეგვაძე.

ფაქტობრივად, პირბადეების დეფიციტია პსპ-ს სააფთიაქო ქსელებშიც. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მარაგების შემოტანა დღეს მომწოდებელთან მოლაპარაკებების წარმატებთ დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

“პირველივე გაჟღერების მომენტიდან აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი მარაგების შექმნაზე, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ მოთხოვნა გაიზრდებიდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაშთი საკმაოდ დიდი იყო... გუშინდლამდე მოვიტანეთ ნაშთი, დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ცოტა დღესაც შეივსო აფთიაქები, რისი საშუალებაც არის დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედია, 1-2 დღეში რაიმე რესურსი გამოჩნდება, რომ დეფიციტი შეივსოს“, -  აცხადებს პსპ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის დამაგრება რეკომენდებული არ არის.

წყარო:BM.GE

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system