თავში

რატომ გაუფასურდა ლარი

რატომ გაუფასურდა ლარი
რატომ გაუფასურდა ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის გაუფასურება კორონავირუსის ნეგატიური შოკის შედეგია და არის ვალუტები, რომლებიც, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, ქართულ ვალუტაზე მეტად გაუფასურდნენ.

ქვეყნის პირველი ბანკირის შეფასებით, ლარი საშუალოდ ზუსტად ისეა გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები.

დარტყმა, რაც საქართველოს ეკონომიკამ და ლარმა მიიღო, რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება.

პირველი, ეს არის ტურიზმი, დღეს დახშულია და არ ხდება აქედან ვალუტის შემოსვლა. მეორე გავლენა ეს არის ნავთობის ფასის ვარდნა. ამის გამო მოსალოდნელია, რომ იმ ქვეყნებიდან, საიდანაც შემოდიოდა ვალუტა, გადმორიცხვები ნაკლები იქნება. ამავე დროს, სხვა ქვეყნებშიც შემცირდება ეკონომიკა და შესაბამისად, გადმორიცხვებიც შემცირდრდება. ყველაფერი ეს გააპირობებს უფრო გაძლიერებულ ცუდ მოლოდინებს და ზუსტად ამ მიზეზთა გამოა, რომ ქართული ვალუტა გაუფასურდა“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის 2020 წლის პირველი იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით ლარი 21.57%-ით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენცია უკვე განახორციელა, თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს. 

ეროვნულ ბანკს სპეციალისტები მონატარული პოლიტიკის გამკაცრებას, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ურჩევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system