თავში

რატომ გავიდა "თელიასონერა" საქართველოს ბაზრიდან

რატომ გავიდა "თელიასონერა" საქართველოს ბაზრიდან
რატომ გავიდა თელიასონერა საქართველოს ბაზრიდან

„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს „თელიასონერას“ ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს“, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.

"როგორც ჩანს, კომპანია „მაგთიკომის“ 54% წილის მფლობელ გია ჯოხთაბერიძეს აღნიშნული გარემოება ან დაავიწყდა, ან განგებ იცრუა 10 ივლისს პარლამენტის ტრიბუნიდან, როდესაც კომპანია „თელიასონერას“ საქართველოს ბაზრიდან გასვლა, მოქმედი თავმჯდომარის, კახა ბექაურის საქმიანობას დაუკავშირა. გიორგი ჯოხთაბერიძის სიცრუის ტირაჟირება მედიამ ისე მოახდინა, რომ „თელიასონერას“ ბაზრიდან გასვლის რეალური მიზეზი არ დაუსახელებია და კომპანიის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება საზოგადოებისთვის არ შეუხსენებია. რეალობა კი ასეთია, კომპანია „თელიასონერა“ არა მხოლოდ საქათველოდან, არამედ მთლიანად რეგიონიდან გავიდა და ეს გადაწყვეტილება 2015 წელს შვედეთისა და ევროპის ბიზნეს რეგიონებში კომპანიის ახალ სტრატეგიას უკავშირდებოდა, რაზეც კომპანია საჯაროდ საუბრობდა. მას შემდეგ, რაც „თელიასონერას“ ევრაზიის რეგიონიდან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან, ასევე ნეპალიდან და საქართველოდან გასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კომუნიკაციების კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, კომპანიას წერილით მიმართეს, სადაც „თელიასონერას“ რეგიონის ბაზრიდან გასვლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს და აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელწმიფოს სახელით წუხილი გამოთქვეს. წერილის საპასუხოდ „თელიასონერა“ საქართველოდან გასვლის მიზეზებს განმარტავდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, მათთვის ძალიან გამჭვირვალე და კონკურენტული იყო. „თელიასონერას“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი იოჰან დენელინდი წერილში საქართველოში არსებულ კონკურენტულ გარემოზე საუბრობს და ქვეყნის მიმართ ნდობას აფიქსირებს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ბიზნეს საქმიანობისთვის მდგრად და მომგებიან შესაძლებლობას წარმოადგენდა მათთვის. „კომპანია „ჯეოსელმა“ მნიშვნელოვანი ბენეფიტი მიიღო საქართელოში ყოფნის პერიოდში. ჩვენს განვითარებას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა სახელმწიფო კურსმა და პოლიტიკამ, რომელიც სრულად მიმართულია უფრო გამჭვირვალე და უფრო კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისკენ. საერთაშორისო ბიზნესისთვის საქართველო გახდა უფრო მიმზიდველი და ამის კარგი კატალიზატორი ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოება გახდა,“ - წერია „თელიასონერას“ წერილში, რომელსაც ხელს კომპანიის პრეზიდენტი იოჰან დენელინდი აწერს.

შეგახსენებთ, კომპანია „მაგთიკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე ამბობს, რომ კახა ბექაურს არასწორი კურსი აქვს, რაც კომუნიკაციების ბაზარს აზარალებს. ამის დასტურად ჯოხთაბერიძეს მოაქვს მაგალითი, რომ კახა ბექაურის კომუნიკაციების კომიისის თავმჯდომარეობისას ორმა უდიდესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოს ბაზრის დატოვება.

„აღარ უნდა ხალხს ინვესტირების გაკეთება საქართველოში. ორი უდიდესი კომპანიიდან, ერთი (ჯეოსელი), რომელიც შეიძინა სილქნეტმა. მეორე კომპანიას, ბილაინს უნდა გასვლა იმიტომ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად აღარ უნდა აქ ყოფნა, მაგრამ ვერ ყიდის, მყიდველი ვერ იპოვა. თქვენ კიდევ ფიქრობთ ვირტუალური ოპერატორის შემოყვანაზე დაძალებით. კანონი არსებობს ვირტუალური ოპერატორის შემოყვანაზე, თუმცა არცერთს არ მოუმართია ამ წლების განმავლობაში,“- უთხრა ჯოხთაბერიძემ ბექაურს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ.

გია ჯოხთაბერიძე სიცრუეში დაანანაშაულა კომინიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმაც. მან ჯიხთაბერიძის განცხადების საპასუხოდ განმარტა, რომ „თელიასონერას“ და „ბილაინს“ ქართული ბაზარი მისი თავმჯდომარეობის დროს არ დაუტოვებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system