თავში

რატომ გაზარდა სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი

რატომ გაზარდა სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი
რატომ გაზარდა სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელებადა ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და მონეტარული კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ამითაა განპირობებული," - ასე ხსნიან ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.  მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის პრაქტიკული ჩავარდნა), ინფლაციის მიმდინარე (მარტის) მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. 

"მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა, სადაც უკვე სრულიად არის ასახული ფასების ზრდის ეფექტი, განსხვავებით წინა მაჩვენებლებისა, სადაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო ინფლაციაზე სრული დაწოლა არ აისახებოდა.მიმდინარე მონაცემი საფუძველს იძლევა, რომ ინფლაციური პროცესების და შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების გაძლიერება გარდაუვალია. განსაკუთრებით მას შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო, ხოლო მარტში ლარი დოლართან მიმართებაში წინა თვესთან შედარებით 3.6%-ით გაუფასურდა. ინფლაციის საბაზო დონის ეფექტი (სუბსიდირების გამო) გაძლიერებული იქნება მთლიანი წლის მანძილზე, მონეტარული პოლიტიკის წინა სხვდომაზე ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4.5%-ით განსაზღვრული, ხოლო მიმდინარე პროგნოზით 6.5% -ით განისაზღვრება," - განმარტავენ „საზოგადოება და ბანკებში“.

ცნობისთვის, დღეს რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამკაცრდა და 9.50 პროცენტით განისაზღვრა. შედეგად, 124 700 მსესხებელს სესხი გაუძვირდა. 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 პუნქტით, 8.50 პროცენტამდე, გაიზარდა მარტშიც და შედეგად 124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგ 2021 წლის 17 მარტამდე იყო. რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ამჟამად, მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა. ამ ეტაპზე რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი - 10,25% თურქეთს აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, 6,25%-ის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში 5,5%-ია, რუსეთში ყველაზე დაბალ დონეზეა -4,25%-ს შეადგენს.

მონატერული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას არ იწონებენ. ანალიტიკოსები ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ურჩევდნენ, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დარწმუნებული იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევა, ანუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მოუწევდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელოდნენ Galt & Taggart-შიც, თუმცა ფინანსისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. ამიტომაც მათი ნაწილი მოუწოდებდა სებ-ს. რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაეწყო. მათი რეკომენდაციით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა უნდა შერბილდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system