თავში

რატომ იხურება კლინიკები

რატომ იხურება კლინიკები
რატომ იხურება კლინიკები

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების დახურვის მიზეზს განმარტავს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკების დახურვა მხოლოდ კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება.

მინისტრმა აღმიშნა, რომ კლინიკები დახურული არ არიან, ისინი უბრალოდ კარანტინის რეჟიმში გადავიდნენ.

როგორც მინისტრმა განმარტა, რეგულირების სააგენტო ახდენს კლინიკების მონიტორინგს იმისთვის, რომ დაცული იყოს ის წესები და ნორმები, რაც მიღებულია დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის.

„ინფექციის კონტროლის სწორი მართვა ეს არ არის მხოლოდ covid-19-ის გამოწვევა, ეს ისწავლება და ხორციელდება ყველა კლინიკაში და ეს არის გარკვეული ვალდებულება, რასთან დაკავშირებითაც მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობას უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე რეგულირების სააგენტოს მხრიდან და არის დეტალურად შესწავლილი ყველა კლინიკის საშუალებები და მათ აქვთ მიცემული არაერთხელ გარკვეული მითითებები, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული კლინიკების მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა, რომ მცირე ზომის კლინიკებში არსებობს პერსონალის რაოდენობის პრობლემები, რაც ხელს უშლის კლინიკას სწორად მართოს მედპერსონალის ცირკულირება, ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომებიდან გამომდინარე. 

„რაც შეეხება კლინიკების დახურვას, ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად პრობლემა გვაქვს იმ პერსონალის რიცხოვნობასთან, რომელიც კლინიკებშია დასაქმებული. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს სტრატეგიულ ნუსხაში არიან ის კლინიკები, რომელთაც აქვთ საშუალება და იმის რეზერვი, რომ მოახდინონ პერსონალის ცირკულაცია სწორად, რათა არ მოხდეს პერსონალის დაინფიცირება ან დაინფიცირების შემთხვევაში, არ მოხდეს დარღვევა იმ სერვისების მიწოდების უწყვეტობის, რომელიც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. იკვეთება, რომ პატარა მცირე ზომის კლინიკების შემთხვევაში არის პრობლემა პერსონალის რიცხოვნობა, რაც ხდება შემდგომში მათი დახურვის მიზეზი, თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ არიან დახურულები, უბრალოდ, იმყოფებიან გარკვეულ საკარანტინო რეჟიმზე“, - განმარტა მინისტრმა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, გუშინ კლინიკა „თიმის“ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა.

კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის ინცორმაციით, მედპერსონალი, ვისაც დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა ორკვირიან კარანტინს გაივლის. აღნიშნულის გამო, იზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორიც.

კლინიკა, სავარაუდოდ, ორი კვირა იქნება დახურული. ამ დროისთვის კლინიკაში 10-მდე პაციენტია დარჩენილი, რომელთა სიმძიმეც არ გვაძლევს საშუალებას, რომ გადავიყვანოთ სადმე, ამიტომ მათთან რჩებიან ის ექიმებიც, რომლებსაც არ ჰქონიათ კონტაქტი დაინფიცირებულ ექიმთან“, – ამბობს გიორგი კაჭახიძე.

დაიხურა ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლიც, რომლის პაციენტს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system