თავში

რატომ ქრება ბაზრიდან მცირე მარკეტები

რატომ ქრება ბაზრიდან მცირე მარკეტები
რატომ ქრება ბაზრიდან მცირე მარკეტები

ბოლო დროს მცირე მარკეტები ბაზრიდან ქრება და მათ ქსელური ბრენდირებული მაღაზიები ანაცვლებს. როგორ ახერხებს ბრენდირებული მაღაზიები მცირე მარკეტების განდევნას ბაზრიდან, ამ საკითხზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაიარახტარს ვესაუბრეთ. მისი განმარტებით, მსხვილ ბრენდირებულ მარკეტებს აქვთ მეტი საბრუნავი კაპიტალი, მეტ პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს და პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას მცირე მაღაზიები მოკლებულია ბანკების მხრიდან მაღალი სახდელის დაწესების გამო.

"კომერციული ბანკები საკუთარი ტერმინალების განთავსებაში, მაღაზიებისგან გარკვეულ საფასურს ითხოვენ. მისი პროცენტები კი იმდენად დიდია, რომ მცირე მარკეტებს, ტერმინალების განთავსება არ უღირთ. დღეს გადახდების უმრავლესობა სწორედ ტერმინალების მეშვეობით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ამ მოცემულობით, მცირე მარკეტი არათანაბარ პირობებშია მსხვილ მაღაზიასთან. შესაბამისად, მას ჩება ორი გზა, უარი თქვას საერთოდ ამ ტერმინალებზე, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქსელურ მარკეტებთან, ან დააწესოს ლიმიტები ტერმინალით გადახდის დროს, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტია. მომხმარებელი ხშირად დაწესებულ ლიმიტზე მცირე ოდენობის შესყიდვას აკეთებს," - განუცხადა Report.ge-ს ბაირახტარმა.

მისივე თქმით, საქართველოში შეზღუდულია კაპიტალის წყაროები, რა წყაროებიც არის, ისიც ძალიან ძვირია, მცირე ბიზნესს კი უჭირს მოემსახუროს, ასეთ ძვირ კრედიტებს. მარკეტების შემთხვევაშიც ასეა. ბაირახტარის თქმით, გამოსავალი იქნება, თუ გაიზრდება კონკურენცია საბანკო სექტორში, რითაც გაიაფდება წვდომა იაფ ფულად რესურსზე. მისივე თქმით, დღეს ქვეყნის ეკონომიკაში მთავარი კონტრიბუტორი მსხვილი ბიზნესია, რაც ეკონომიკის სიჯანსაღეზე არ მეტყველებს. მისივე თქმით, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში მშპ-ის, თითქმის 70%-ის ფორმირებას მცირე და საშუალო ბიზნესი ახდენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system