თავში

რატომ მცირდება საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში

რატომ მცირდება საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში
რატომ მცირდება საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ ბანკებს თანხების დაბანდებაში პრობლემა აქვთ, რამაც საპროცენტო განაკვთების კლება განაპირობა. იმის გამო, რომ სესხების გაცემის პროცესი შემცირებულია, მოსალოდნელია, რომ ცვლილება ბანკები მასიურად მიმართავენ.  როგორც ხომიზურაშვილი აღნიშნავს, ჯერჯერობით, სანამ ვაქცინა არ შემოვა, ეკონომიკაში არანაირი იმპულსები არ არის, რომ სესხებზე მოთხოვნა გაჩნდეს.

,,კომერციულ ბანკებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ გარდა იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ. კრიზისია და ბანკები ვერ ახდენენ რესურსების განკარგვას სესხებში, როგორც აქამდე აკეთებდნენ. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ სესხების დაფარვა შეჩერებულია, ბანკების კეთილდღეობა მთლიანად დამოკიდებულია ეკონომიკურ სტაბილურობასა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, პრობლემა ექნებათ. უფრო ადრე, ბანკების მცდელობამ, რომ დაკარგული შემოსავლების კომპენსაციის მიზნით საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოეხდინათ, ვერ გაამართლა. ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ ეს ვერ იქნებოდა ეფექტიანი მიდგომა და საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყეს. არ გამოვრიცხავ, ამ პროცესს მოჰყვეს ავტომატურად მოჰყვა დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება. შეიძლება, ამით სესხებზე გაიზარდოს მოთხოვნა, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ბანკები ამით ნაკლებად დაზარალდებიან" - ამბობს ხომიზურაშვილი.

მისი თქმით, გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, რომ ბანკებმა მოახდინონ თავიანთი საკრედიტო პორტფელების რესტუტურიზაცია და შეცვალონ დაკრედიტების პრინციპი, რადგან ძველებური მეთოდებით დაფინანსება ვერ ამართლებს. ფინანსისტის თქმით, საბანკო სექტორმა ახალი შესაძლებლოები უნდა გამონახო, დაკრედიტების ახალი მეთოდები, რომელსაც განვითარებული ქვეყნების ბანკები იყენებენ. 

ცნობილია, რომ ბანკების ნაწილმა მომხმარებლებს დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ აცნობეს.

ბანკების ასოციაციაში report.ge-ს ინფორმაცია დაგვიდასტურეს, თუმცა განმარტეს, რომ ანაბრებზე პროცენტის კლება სისტემური ხასიათის არაა და ეს გადაწყვეტულება ყველა ბანკს არ მიუღია და ვინც შეამცირა, იმანაც მინიმალურად, 0.25%-1%-ით შეამცირა. ასოციაციის განმარტებით, უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო მიმართულებით პროცენტების შემცირება კრიზისის მიუხედავადაც მოსალოდნელი იყო, თუმცა კრიზისმა პროცესს ხელი შეუწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system