თავში

რატომ მცირდება სარეზერვო ფული

რატომ მცირდება სარეზერვო ფული
რატომ მცირდება სარეზერვო ფული

სპეციალისტები სარეზერვო ფულის მოცულობის კლებას დეპოზიტების შემცირებას უკავშირებენ. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან აცხადებს, რომ გაღრმავდა უმუშევრობისა და შემოსავლების შემცირების პრობლემა, რაც აისახა დეპოზიტებზეც და საბოლოოდ რეზერვების კლება გამოიწვია.

,,შემოსავლების შემცირების და უმუშევრობის ფონზე, ადგილი აქვს დეპოზიტების გატანას. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რამაც სარეზერვო ფულზე მოახდინა გავლენა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ანგარიშებზე დეპოზიტების გარანტიის უზრუნველსაყოფად არსებული ფულადი რესურსი შემცირებულია. რაც შეეხება კომერციული ბანკის რეზერვებს, მათი ფულადი შევსებადობა არ არსებობს და ხდება მხოლოდ ამ ფულის უბრალოდ ბუღალტერული აღრიცხვა. ამდენად, ზარალის დასაფარად ვერ გამოდგება. თუმცა პორტფელის ფულად ხარისხს განსაზღვრავს - რამდენად ჯანმრთელია სასესხო პორტფელი, რამდენია ვადაგადაცილებული სესხები და ა.შ. როცა ნაღდი ფული არ ბრუნდება, ბანკები ცდილობენ დანაკარგი ისევ და ისევ სხვა წყაროებიდან უნდა დაიფაროს", - განმარტავს ფინანსისტი.

თუმცა, როგორც დღესვე გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკის რეზრვები გაიზარდა. მთლიანობაში, რეზერვებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკას პროფესორი გოჩა თუთბერიძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, რეზერვების ხარჯვით გარკვეულწილად ბალანსდება ის დანაკარგი, რასაც საქართველოს ეკონომიკა პანდემიისგან გამოწვეული პრობლემის გამო განიცდის.

,,სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ამიტომ აუცილებელია ბალანსის მეტნაკლებად შენარჩუნება, რასაც ცენტრალური ბანკი ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით სწორ პოლიტიკას ატარებს, ამ მხრივ ტენდენცია აშკარად დადებითია. ამ რეზერვების საშუალებით სებ-ი ყიდულობს და ყიდის მაღალი კლასის სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდებს და ამით უზრუნველყოფს შემოსავლებს, რაც სავსებით სწორია", - ამბობს თუთბერიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, მარტში სარეზერვო ფულის მოცულობა 366.6 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში - 3.2 მლნ ლარით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 410.9 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან. კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 47.4 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხლვაში.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის რეზერვებს,  25.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. როგორც სებ-ში განმარტავენ, საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით ძირითადად იმოქმედა მთავრობის ჩამორიცხვებმა, ხოლო კლების მიმართულებით სავალუტო ინტერვენციებმა და მთავრობის სავალუტო ხარჯებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system