თავში

რატომ შეჩერდა ფრინველის ხორცის მარკეტინგული რეგლამენტი

რატომ შეჩერდა ფრინველის ხორცის მარკეტინგული რეგლამენტი
რატომ შეჩერდა ფრინველის ხორცის მარკეტინგული რეგლამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფრინველის ხორცის მარკეტინგული რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში(მსო) მიმდინარე განხილვას ასახელებს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, მსო-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობების და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა.

„უკვე შედგა პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც მათ დეტალურად განემარტათ რეგლამენტის შინაარსი, რაც ვაჭრობის სამართლიანი წესების და კეთილსინდისიერი მწარმოებლის ინტერესების დაცვას გულისხმობს; ამავდროულად, მისი მიზანია, ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორებისთვის თანაბარი პირობების შექმნა“, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

შეგახსენებთ, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, დროებით შეჩერდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა. ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის 1 აპრილამდეა შეჩერებული.

რეგულაცია 2020 წლის აპრილში უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ძალაში 2020 წლის 20 ოქტომბერსშევიდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ირწმუნებოდა, რომ საქართველოში ფრინველის ხორცზე დეფიციტი არ შეიქმნებოდა.

2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

ამავე პერიოდში სასაკლაოების მიერ წარმოებული იქნა 10 224.1 ტონა ხორცი (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 46.8 პროცენტი - ფრინველის, 23.2 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

შემცირებულია კვერცხის ადგილობრივი წარმოებაც. კლება ფიქსირდება ასევეხორცის ქართულ წარმოებაში, ხოლო რძის წარმოება საქართველომ მცირედით გაზარდა.

შეგახსენებთ, covid-19-ის უარყოფითი გავლენას მეფრინველეობის სექტორი ყველაზე უკეთ გადაურჩა,საოჯახო მეურნეობებში წარმოებული ფრინველის ხორცის წარმოება მცირედით გაიზარდა, თუმცა პანდემიამ დააზარალა ფრინველის ხორცის მწარმოებელი მცირე და საშუალო ზომის ფერმერები ტურიზმის სექტორის ჩაკეტვის, საკვების გაძვირების და მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობის შემცირების გამო.მათ დამატეითი პრობლემა გაუჩინა ლარის გაუფასურებამ.

ფრინველის ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 27-30% ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ ფრინველის ხორცის ინდუსტრიული წარმოების განვითარება ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა. საქართველო წელიწადში საშუალოდ 75 000 ტონამდე ფრინველის ხორცს მოიხმარს, ხოლო ადგილობრივი წარმოება დაახლოებით 22 000 ტონას შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system