თავში

რატომ შეჩერდა მზის სადგურის მშენებლობა

რატომ შეჩერდა მზის სადგურის მშენებლობა
რატომ შეჩერდა მზის სადგურის მშენებლობა

პარლამენტმა "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონის პროექტის განხილვა დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა  განაცხადა, რომ მზის სადგურის მსენებლოაში პრობლემაა მიწის სიდიდე, რომელიც საჭიროა მის განსათავსებლად. 

იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც საქართველოში მზის ელექტროსადგური ამ დრომზე არ აშენებულა. 

"მზის სადგურთან დაკავშირებით, პრობლემა არის ის, რომ მიწას ითხოვს ეს სადგური და ამ პროცესში ვართ. სამწუხაროდ, ჯერ საპილოტე პროექტიც არ არის გაკეთებული. ვაპირებთ, 50 მეგავატამდე სადგურის ასაშენებლად აუქციონის გამოცხადებას და ვნახოთ, რა ფასები შემოვა. ვთვლით, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება მზე ჩვენს პირობებში. არ მინდა შევქმნა მოლოდინი, რომ ქარი და მზე გადაგვარჩენს, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი შენატანი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში,"  – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ამ სადგურის მშენებლობის პოტენციალი უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია, კერძოდ, მარნეულში, გარდაბანსა და ჯავახეთის ზეგანზე.

შეგახსენებთ, რომ "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის" მშენებლობაზე, ინვესტორმა "სოლარ ფაუერ ჯორჯიამ" კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაასრულა და მშენებლობის დაწყება წლის ბოლომდე იგეგმებოდა.  აღნიშნული ობიექტის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ–ია, წლიური გამომუშავება – 6,9 მლნ.კვტ.სთ, საინვესტიციო ღირებულება კი 4.5 მლნ აშშ დოლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system