თავში

რატომ შეჩერდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება

რატომ შეჩერდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება
რატომ შეჩერდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება

შრომის უსაფრთხოების კანონის აღმასრულებელი ინსპექტორების გადამზადება შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტში დაუდასტურეს.

როგორც report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტში განუმარტეს, სასწავლო ცენტრებს ლიცენზია ჯანდაცვის მინისტრის ახალი დადგენილების თანახმად შეუჩერდათ, მიეცათ რეკომენდაციები და მუშაობის განახლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მინისტრის ახალი დადგენილების მიხედვით ახალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. როგორც ინსპექტირების დეპარტამენტში განმარტეს, სერთიფიკატის მისაღებად ინსპექტორმა 125 სასწავლო საათის ნაცვლად, 235 საათი უნდა გაიაროს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ უწყებას სწავლების განხორციელების ლიცენზიისთვის 20 კომოპანიამ მიმართა.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სწავლებისთვის ლიცენზიაზე განაცხადი შეტანილი აქვს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასაც.

როგორც report.ge-ს ბიზნესგაერთიანებაში განუმარტეს, გასული წლის ბოლოდან სწავლის პროცესი დროებით შეჩერებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან პროგრამის გახორციელების წესებსა და პირობებში დაგეგმილი ცვლილებების გამო.

"ამ ეტაპზე ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია წარდგენილია სამინისტროში. მას შემდეგ, რაც სამინისტრო თავის მხრივ, მოამზადებს საბოლოო ბრძანებას, რომლის საფუძველზეც გასცემს ავტორიზაციას სასწავლო ცენტრებზე, სწავლის პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე განახლდება. ასოციაცია სამინისტროსგან უახლოეს დღეებში ელოდება უფლებამოსიილების მინიჭებას აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამის გახორციელების უფლების შესახებ,“ - აგვიხსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლაშა ლაბაძემ და დასძინა, რომ 2019 წელს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში 1000-მდე პირი გადამზადაა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისში, ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხელი მოაწერა კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ძალაში გასული წლის 1 სექტემბრიდან შევიდა. კანონი, აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 19 თებერვალს შევიდა, სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ ნორმასა და ვალდებულებას უწესებს როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციის დეპარტამენტს. დამსაქმებელს უკვე კანონი ავალდებულებს, შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system