თავში

რატომ შემცირდა ეკონომიკა

რატომ შემცირდა ეკონომიკა
რატომ შემცირდა ეკონომიკა

"აპრილსა და მაისში ჩვენ მაინც საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებოდით და ბიზნეს აქტივობა სრულიად შეგნებულად გვქონდა დროებით შეჩერებული, ასევე - ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გადავრჩენილიყავით და არ გაგვემეორებინა ის ნეგატიური ტენდენციები, რაც ბევრ სხვა სახელმწიფოში სამწუხაროდ მოხდა და შეგვენარჩუნებინა დადებითი, კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება," - ასე ხსნის ეკონომიკის მინისტრი მაისში საქართველოს ეკონომიკის 13.5%-იან ვარდნას.

მინისტრი ამბობს, რომ ეს სტატისტიკა მოსალოდნელი იყო.

"წინა თვეს, აპრილში შემცირება იყო 16.5%. მაისში ნაკლები შემცირებაა - 13.5%. აქ მთავარი ფაქტორი ის არის, რომ მაისის ბოლო დეკადაში აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობები უკვე დაიწყო. აქედან გამომდინარე, ალბათ უნდა დავაკვირდეთ შემდეგი თვეების სტატისტიკას, როცა ბიზნეს აქტოვობა მეტნაკლებად ამოქმედებული იქნება და ამას ასახავს შემდეგი თვეების - ივნისისა და ივლისის სტატისტიკა," - ამბობს მინისტრი და განმარტავს, რომ პროგნოზი მომავლისთვისაც ნეგატიურია.

"რა თქმა უნდა, ველოდებით კვლავ და კვლავ რომ ნეგატიური დინამიკა იქნება, ეს ყველამ ვიცით. წლის ბოლომდე 4, ან 5%-იანი ვარდნა იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვრაუდით, მაგრამ 2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system