თავში

რატომ შემცირდა ღვინოზე მოთხოვნა და რას სთავაზობს დარგს მთავრობა

რატომ შემცირდა ღვინოზე მოთხოვნა და რას სთავაზობს დარგს მთავრობა
რატომ შემცირდა ღვინოზე მოთხოვნა და რას სთავაზობს დარგს მთავრობა

"COVID-19-მა ტურიზმის შემდეგ, მთელ მსოფლიოში, ყველაზე დაზარალებული ღვინის სექტორია" -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა და მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, ღვინის რეალიზაციის მზარდი ტენდენცია კორონავირსუსი გამო წელს 10-15%-ით შემცირდა, რადგან ღვინის სექტორი მჭიდრო კავშირშია ჰორეკა სეგმენტთან.

„ყველა ახალ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი წილი შედიოდა სწორედ ჰორეკა სექტორში, ამიტომ დღეისთვის დაახლოებით, 10-15%-ით არის შემცირებულია ღვინის გაყიდვები, მაშინ, როდესაც რომ წელს უნდა გაზრდილიყო. ჩვენ ყოველ წელს გვაქვს 5-დან 10%-მდე ზრდა და ამიტომ ნედლეულის ბაზაც საქართველოში ყოველ წელს იზრდება და სწორედ ამ ზრდაზეა ინდუსტრია ორიენტირებული. წელს კი ზრდის ნაცვლად კი კლება გვაქვს, ისევე, როგორც ეკონომიკაში. მიზეზი მარტივია, ღვინის გაყიდვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სასტუმრო ბიზნესთან. სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ჰორეკა სეგმენტი არის გაყიდვების ძალიან მნიშვნელოვანი და გაყიდვების დაახლოებით 30 პროცენტი მოდის ჰორეკა სექტორზე, რომელიც რადენიმე თვე მთელ მსოფლიოში დაკეტილი იყო. საქართველოშიც ახლახან გაიხსნა რესტორნები და მათი სრული დატვირთვა, ჯერ შორსაა," - ამბობს ლევან დავითაშვილი და დასძენს, რომ წელს დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს. მინისტრის განმარტებით, ღვინის სექტორის სტიმულირებისთვის მთავრობა მეღვინეებს რიგ შეღავათებს და დახმარებას სთავაზობს.

„სულ ახლახან აგროკრედიტში ჩვენ დავაბრუნეთ და მომავალ მთავრობაზე ეს ცვლილებები გავა, რომელიც პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს ღვინის კომპანიებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით ინვესტიციებს განახორციელებენ ახალი სიმძლავრეების დადგმის კუთხით, ელემენტარულად ჩვენ ჭურჭელიც გვჭირდება და მოლოდინი ძალიან დიდია, დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი გვაქვს. ასევე საბრუნავ საშუალებებში ჩვენ დავეხმარებით ღვინის კომპანიებს. ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია, შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა სეგმენტთან მსხვილ კომპანიებთან, ასევე მცირე კომპანიებთან, მეწარმეებთან, ასევე ფერმერებთან და მათთან შეხვედრები კიდევ უნდა გაგრძელდეს, რადგან ყველას უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინი. ეს არის მაქსიმუმზე მაქსიმუმი, რაც სახელმწიფომ შეიძლება დახარჯოს იმისთვის, რომ ერთის მხრი პასუხისმგებლიანი იყოს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით და მერე მხრივ იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები დავიცვათ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობა წელს რთველის სუბსიდირების ბოლო წლებში შეწყვეტილ ტრადიციას აღადგენს და  ყურძნის ფასის სუბსიდირებისთვის 60 მილიონ ლარს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system