თავში

რატომ შემცირდა მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში

რატომ შემცირდა მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში
რატომ შემცირდა მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში  314,079 მგზავრს მოემსახურა, რაც  3 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 324,552 მგზავრი).

იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებში, გარდა თბილისის აეროპორტისა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის იანვარში 211,590 მგზავრს მოემსახურა, რაც -16 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 252,176). 

როგორც report.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 8 ივლისს საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა.

2020 წლის იანვარში საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79,759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 55,895 მგზავრი).

მგზავრების რიცხვის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 22,001 მგზავრმა ისარგებლა. რაც 38 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი 15,973 მგზავრი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system