თავში

რატომ შემცირდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი

რატომ შემცირდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი
რატომ შემცირდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი

მშენებლობის ღირებულების ინდექსის შემცირებას შესახებ ,,საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ,,მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი report.ge-ს საშუალებით ემხმაურება. მისი შეფასებით, ბინებზე ფასის კლება დიდი ზიანის მომტანია როგორც სექტორისთვის, ასევე ეკონომიკისა და მთლიანად მოსახლეობისთვის, რომელიც უძრავი ქონების მფლობელია. როსტომაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, მშენებლობის ღირებულების ინდექსის კლება გამოწვეული იყოს სექტორში დასაქმებულთა ხელფასის კლებით, რადგან მსგავსი ფაქტი რეალურად არ დაფიქსირებულა. 

,,ღირებულების ინდექსი შემცირდებოდა უფრო საწვავის ფასიდან გამომდინარე, არსად გამიგია, არც ერთი კომპანიის მხრიდან, რომ ვინმეს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება შეემცირებინა. შეიძლება  დასაქმებულების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ხელფასზე ამას გავლენა არ მოუხდენია. კომპანიები მომუშავეთა შრომის ანაზღაურებას არ ამცირებენ და ამ ზომებს არც მომავალში მიმართავენ. ხალხს რატომღაც უხარია, რომ მშენებლობის ინდექსი მცირდება, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელიც თითოეული მოქალაქის მატერიალურ მდგომარეობაზე აისახება. უძრავი ქონების ფასთან ერთად, ცხადია, მოსახლეობის კაპიტალიც მცირდება, ამ დროს ჩვენი მოქალაქეების ძირითადი ქონება, 90% ბინაა. როცა ფასი იკლებს, მარტო ერთი კომპანიის ბინა კი არ გაიაფდება, მთელი უძრავი ქონების ბაზარი და ამ ფაქტის დადებით ასპექტში განხილვა წარმოუდგენლად დიდი შეცდომაა", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა. უწყების განმარტებით, ინდექსის შემცირება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.3 პროცენტიანი კლებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system