თავში

რატომ შემცირდა რეინვესტიციები

რატომ შემცირდა რეინვესტიციები
რატომ შემცირდა რეინვესტიციები

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა და რეინვესტირების წილის კლების ახსნას Report.ge-სთან შეეცადა. 

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის დასახელდა რეინვესტიციის მოცულობის შემცირება. მაგალითად, თუ წელს რეინვესტიციაში 2 კვარტალში ჩაიდო 161 მილიონი დოლარი, შარშან იმავე მონაკვეთში ეს რიცხვი 287 მილიონ დოლარს შეადგენდა.


„თავისთავად მოგების გადასახადის რეფორმა კარგი იყო. ეს ერთადერთი პოზიტიური რეფორმა იყო „ოცნების“ მთავრობის პირობებში და მოგების გადასახადის არქონამ მუდმივად უნდა შექმნას დამატებითი მოტივაცია იმისთვის, რომ ბიზნესმა უკან ჩააბრუნოს ფული, იმის მაგივრად, რომ გამოიტანოს დივიდენდი, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დივიდენდს არ წაღებენ, მაგრამ ეს მუდმივი სტიმული უნდა იყოს. მე მგონი, მეორე მომენტია, რის გამოც რეინვესტირება შემცირებულია, რომ ზოგადად ინვესტირებისთვის საქართველოში ცუდი გარემოა და რეინვესტირებაც ინვესტიციის ერთ-ერთი ფორმაა. ამიტომ რადგან ვხედავთ, რომ FDI 54%-ითაა შემცირებული, ეკონომიკა შენელებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, ახალი ბიზნესების დაწყება და მათში ინვეტსირება სწრაფად არ მიდის. ყველაფერი ამის ფონზე, უკვე არსებულ ბიზნესებში დაგროვილი კაპიტალი, რომ მეწარმემ ის უკან ჩააბრუნოს, ცოტა გაუგებარიც იქნებოდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ რეინვესტირებას ურჩევნიათ, სხვა უფრო უსაფრთხო ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება“,- აცხადებს ფინანსისტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system