თავში

რატომ უნდა აშენდეს ჰესები საქართველოში

რატომ უნდა აშენდეს ჰესები საქართველოში
რატომ უნდა აშენდეს ჰესები საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში ჰესების მშენებლობა დაბალი ტემპებით მიმდინარეობს. ამის შესახებ დავით თვალაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.

ენერგოსექტორში შემცირებულ ინვესტიციებზე გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრა მაია ცქიტიშვილმაც განაცხადა.
"ენერგეტიკული სექტორი არის ის სექტორი, სადაც ჩვენ დაგვაკლდა ინვესტიციები. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტის გამო. ეს არის ის სექტორი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი ინვესტიციების განვითარებისთვის და ეს არის ის სექტორი, სადაც ჩვენ გვჭირდება განვითარება და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მოსახლეობასთან კონსულტაციით", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საქსტატის" დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 120 მილიონ 794 ათასი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე (280 მლნ 557.5 ათასი აშშ დოლარი) 56.9%-ით ნაკლებია. რაც შეეხება მიმდინარე წლის მეორე კვარტალს, „საქსტატის“ წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ენერგეტიკაში $63.7 მილიონის მოცულობის ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%–ით ნაკლებია.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ელექტროენერგიის მომხარების ზრდასთან ერთად, ქვეყანას უფრო და უფრო მეტი იმპორტირებული რესურსი სჭირდება, რადგან ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 185.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (139.5 მლნ კვტ.სთ) 32.8%-ით აღემატება. ელექტროენერგია საქართველომ შემდეგი შეიძინა რუსეთიდან 125.011 მლნ კვტ.სთ და აზერბაიჯანიდან: 60.334 მლნ კვტ.სთ.

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ჯამურ მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოში 1020.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (832.4 მლნ კვტ.სთ) 22.6%-ით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system