თავში

რატომ უწოდებენ რძეს "თეთრ ოქროს"

რატომ უწოდებენ რძეს "თეთრ ოქროს"
რატომ უწოდებენ რძეს თეთრ ოქროს

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე რძის წარმოების მაღალ მომგებიანობაზე საუბრობს. მისი თქმით, უდანაკარგო, ანუ მომჭირნეობითი მეურნეობა ტრადიციული, საოჯახო, ზუსტი და შეუმცდარი მარკეტინგია და და ამას მსოფლიოში , ყველა სოფელი გადასარევად ფლობს და იყენებს.

ანა მიქაძის განმარტებით, არცერთ ნედლეულს ისე არ ახასიათებს იმ დოზით უდანაკარგო წარმოების ციკლი, გარდა რძისა და მისი გადამუ შავებისა.

ამის დამტკიცებას ის საკუთარი პრაქტიკით ცდილობს. 

"გავაკეთე ყველი... სახლში. შრატისგან ვშვრი ნადუღი და მერე, როცა სელეგენიც კოხტად ამოვაგვირისტე პიტნით, მისი ნახარშიდან 3 ულუფა კარაქიც კოხტად ამოვიყვანეე. პიტნიანი კარაქი რომ სრული სიგიჟეა,  არ შემეკამათოთ.. ფრთებს ვიქნევ იცოდეთ... და ახლა კარგად პასტერიზებულ ცხიმისაგან, გაკამკამებულ ნახარშს, ჯესიკა ელოდება სულმოუთქმელად. ანუ, ერთი პროცესისგან მივიღე 4 პროდუქტი და მე_5 იქნება ნახშირში დამუშავებული და მოყველებული ნადუღის ბურთები, ნივრით და შავი წიწაკით. აი ამიტომაა რძე "თეთრი ოქრო" და ამიტომ უნდა იყოს რძის მოპოვება ნომერ პირველი ამოცანა ქვეყნისთვის," - ამბობს ანა მიქაძე.

ცნობისთვის, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი.

მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 2,400,000 ლარს უტოლდება.

შეგახსენებთ, საქართველოში რძის იმპორტი იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია. უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

შემცირებულია ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით.

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system