თავში

რატომ ვერ გადის ქართული საპნის წარმოება ექსპორტზე

რატომ ვერ გადის ქართული საპნის წარმოება ექსპორტზე
რატომ ვერ გადის ქართული საპნის წარმოება ექსპორტზე

ქართული სამკურნალო საპონი "დემა" ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი რეალიზაციით კმაყოფილია, შეკვეთებიც აქვს და მიწოდებასაც ახერხებს. მეწარმე მხოლოდ იმაზე ჩივის, რომ ექსპორტს ვერ ახერხებს, რადა, მოთხოვნა აქვს. ქართული სამკურნალო საპნით დაინტერესდნენ უცხოელი წარმომადგენლები ჰოლანიდიიდან და კორეიდან, თუმცა, BIO სერტიფიკატის უქონლობის გამო მეწარმეს პროდუქტი საზღვარგარეთ ვერ გააქვს. როგორც მაია დევნოზაშვილი ამბობს, საქართველოში BIO სერტიფიკატის საპნებზე გაცემა არ ხდება, ამიტომ, ის ამ სერტიფიკატის უცხოეთში მოვიპოვებას ცდილობს.

"რეალიზაციის გზების გაფართოებისა და მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში. შესაძლოა ავიყვანოთ თანამშრომლები და გავაფართოვოთ წარმოება. გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე სავაჭრო ქსელთან. სამომავლოდ, შესაძლოა ვაწარმოოთ საბავშვო ჭურჭლის, ტანსაცმლისა და თეთრეულის სარეცხი საშუალებები, რომელებიც განკუთვნილი იქნება ჰიპერალერგიული ბავშვებისთვის. რაც შეეხება მალამოების წარმოებას, ამისათვის ბევრი პროცედურა და ინსტანციაა გასავლელი და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ ვერ შევძლებთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ვცდილობთ BIO სერტიფიკატის მოპოვებას, რის შემდეგაც, ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება „დემას“ ექსპორტი," - აცხადებს მეწარმე.

სამკურნალო საპნების წარმოება გეოგრაფიის მასწავლებელმა, მაია დევნოზაშვილმა, მას შემდეგ დაიწყო, რაც 2016 წელს, პროექტში „აწარმოე საქართველოში“ გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა. საკუთარი პროდუქციის გაყიდვა კი 2017 წლის ივნისიდან დაიწყო. მეწარმემ ბებიების რეცეპტები გაათანამედროვა, შესძინა მათ სამკურნალო დანიშნულება და დღეისათვის, "დემას" პროდუქციის შეძენა PSP-ს აფთიაქებში, „ჯორჯიტასა“ და „ევროლაინის“ ქსელებშია შესაძლებელი.

17 სახეობის საპნის სამკურნალო თვისებები მათში შემავალი ექსტრაქტებით განისაზღვრება და ატარებს ანთებითი დაავადებების, კანის გამოშრობის ან გაღიზიანების საწინააღმდეგო ფუნქციებს. რაც შეეხება ფასს, ნებისმიერი სახეობის საპნის ღირებულება, დაახლოებით, 8 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system