თავში

რატომ ვერ იღებენ მოქალაქეები კუთვნილ სახელმწიფო დახმარებას

რატომ ვერ იღებენ მოქალაქეები კუთვნილ სახელმწიფო დახმარებას
რატომ ვერ იღებენ მოქალაქეები კუთვნილ სახელმწიფო დახმარებას

მოქალაქეების ის ნაწილი, რომელმაც აპრილში ან მომდევნო პერიოდში სამსახური covid-19-გან დამოუკიდებელი მიზეზით დაკარგა, სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას ვერ მიიღებს. სავარაუდოდ ამ ფაქტორს უკავშირებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმსასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე სამსახურიდან წასულთა შესახებ მონაცემის  არქონას. თუმცა, როგორც მან report.ge-თან  განაცხადა, ამ კატეგორიის ადამიანების რაოდენობა სამსახურიდან გათავისუფლებულთა 10%-ზე მეტი ვერ იქნება და სინამდვილეში გაცილებით მეტია მათი რაოდენობა, რომლებიც დახმარების მიმღებთა სიაში ჯერჯერობით ვერ მოხვდნენ. ვეფხვაძე ფიქრობს, რომ პრობლემა შეიძლება წვრილი კომპანიების წარმომადგენლებს ტექნიკური ხარვეზის გამო ჰქონდეთ.

,,ადამიანმა დახმარება თუ ვერ მიიღო, არ ნიშნავს, რომ მიზეზი ყოველთვის covid-19-ს უკავშირდება. კომპანიებში მუდმივად ხდება სხვადასხვა მიზეზით თანამშრომლების დათხოვნა, მიღება და სხვა, შეიძლება ისიც, რომ დასაქმებულმა დაწერა  განცხადება და წავიდა. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი მოთხოპვნაა კომპანიების მიმართ, რომ სიაში არ მოხვდნენ მოქალაქეები, თუ პირდაპირი კავშირი არ იკვეთება კორონავირუსსა და მათი სამსახურიდან წასვლას შორის. შესაბამისად, ასეთი შეიძლება იყო სამუშაო დაკარგულთა, მაქსიმუმ, 10%, ვინც სხვა მიზეზის გამო ვერ მიიღო ხელფასი აპრილში. კომპანიებს ჯერ აქვთ სიების წარდგენის ვალდებულება და მონაცემი შეიცვლება. თუმცა, თუკი ვერ ახერხებენ სიების გადაგზავნას, შეიძლება, პრობლემა უკავშირდებოდეს წვრილ კომპანიებს და ტექნიკურად იყო ელექტრონული სიების შექმნის და სხვა ტიპის ტექნიკური ხარვეზი. მსხვილ კომპანიებს, ყველა მათგანს, რომელიც ბიზნეს ასოციაციის წევრები არიან, ეს პრობლემა არ აქვთ", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ბაზაში  დაახლოებით 170 ათასი ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა დაახლოებით 95 ათას ადამიანზე წარმოადგინეს ინფორმაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system