თავში

რატომ ვერ მოხერხდა პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება-პრემიერის განმარტება

რატომ ვერ მოხერხდა პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება
რატომ ვერ მოხერხდა პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება-პრემიერის განმარტება

საქართველო არის პატარა, მცირე ეკონომიკის ქვეყანა. როცა ვიღაცა ჰპირდება, რომ გლობალურ ბაზარზე მაგალითად, ხორბალზე თუ ფასი გაიზრდება ან საწვავზე ან სხვა რაიმე ბურღულეულზე, საქართველო შეძლებს გრძელვადიან პერიოდში ეს ფასი შეინარჩუნოს, ეს იქნება უბრალოდ ტყუილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ დააზღვია პროდუქტებზე კურსთაშორის სხვაობა და სპეკულაციური ფასის ზრდა.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასს, გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური პროგრამები სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მედიკამენტის მომარაგებისთვის, რომლის მოდერნიზაცია, პრეპატარებზე ფასების შესანარჩუნებლად იქნება  საუკეთესო გამოსავალი.

"დავუბრუნდები 9 პროდუქტს. ჩვენ ვთქვით, რომ კურსთაშორის სხვაობას დავაზღვევთ იმისთვის, რომ ლარის ფასის მერყეობის გამო თუ ეს ფასი იყო 10 ლარი მაგალითად, რომ არ გახდეს 15, 17 და ა.შ. გეთანხმებით იმაში, რომ სადღაც გარეუბანში ან რეგიონებში შეიძლება ვიღაც ადგილობრივმა მეწარმემ იქ ერთი ან ორი ლარი წაამატა. თქვენ თუ მომიტანთ ქსელურ სუპერმარკეტებში იმ კომპანიებში, რომლებიც ამ პროგრამაში იყვნენ ჩართულები და პირდაპირ ვამბობ, ამ პროგრამაში მთელი საქართველო არ ყოფილა ჩართული, ჩართული იყვნენ უმსხვილესი იმპორტიორები, იქ რომ იყო 300 პროცენტიანი ფასის ზრდა, ამას მეტყვით, გპირდებით, რომ ამას ჩავთვლით სოციალურად უპასუხისმგებლო კომპანიად, მეწარმედ. შემდგომში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც ქართული კანონმდებლობა გვაძლევს. რაც შეეხება "ჯიბეს", ერთი რაც გავიგე, თურმე ვიღაც ჩემი გვარის წარმომადგენელი მუშაობდა, აგერ ვარ და პირდაპირ გეუბნებით, არ ვიცნობ და არანაირი შეხება არ მქონია, ეგეთი ჩემი გვარის ადამიანი ბევრია და ბევრ რამეს აკეთებს, თქვენ რომ იცოდეთ, მარნეულიდან, რომელიც გადაკეტილი იყო 5000 ტონა ბოსტნეულია გამოტანილი, „ჯიბეს“ აქვს გამოტანილი 400 ტონა. იმის გარდა იქ კიდევ მუშაობდა დაახლოებით 12 კომპანია," - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system