თავში

რატომ ვერ სარგებლობენ რეგიონები სახელმწიფო პროგრამებით

რატომ ვერ სარგებლობენ რეგიონები სახელმწიფო პროგრამებით
რატომ ვერ სარგებლობენ რეგიონები სახელმწიფო პროგრამებით

რეგიონებში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. რეგიონებში ჰგონიათ, რომ ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამები მისთვის ხელმისაწვდომი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონულმა დირექტორმა, გიორგი ვეკუამ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონის ბიზნესი პრობლემების გამოვლენის მიზნით, პალატა რეგიონული მასშტაბით ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრებს იწყებს.

ვეკუას განმარტებით, რეგიონში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესი თავს პროცესის მონაწილედ ვერ გრძნობს და პროგრამების ეფექტიანობა იკარგება.

„აწარმოე საქართველო“, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სააგენტოები ძალიან კარგ პროგრამებს ნერგავენ. ყევლაზე ცუდი ამ დროს ის არის, რომ როცა მოსახლეობაში არის განცდა, თითქოს ეს პროგრამები მათთვის არ არის განკუთვნილი, ამ პროგრამების ეფექტიანობა იკარგება. იყო ცალკეული პრობლემები, როდესაც ტექნიკური უნარები არ გააჩნდათ, რომ ეს პროგრამები შეევსოთ. ეს გამოვავლინეთ და ახლა რიგი ტრენინგები ხორციელდება“, – განმარტა ვეკუამ.

მის მოსაზრებით, ბიზნესისთვის განწყობა გადამწყვეტი ფაქტორია, ამიტომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

"განწყობა გადამწყვეტია განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც წარმატების თუ წარუმატებლობის ისტორია ძალიან სწრაფად ვრცელდება. წარუმატებელი ისტორია ბიზნესისთვის არის დემოტივატორი. ამიტომ რაც შეიძლება ვცდილობთ, ყველა ბიზნესამდე მივიტანოთ ეს ხმა. ამისთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სამინისტროსთან, რომ ზოგადად საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატები და ბიზნესის მოსმენა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია“, – განაცხადა გიორგი ვეკუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system