თავში

რატომ ვერ შესრულდა აქციზის დადგენილი გეგმა

რატომ ვერ შესრულდა აქციზის დადგენილი გეგმა
რატომ ვერ შესრულდა აქციზის დადგენილი გეგმა

საქართველოს მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს, დადგენილი გეგმის შეუსრულებლობის გამო აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 175 მილიონი ლარით მცირდება.


როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აქციზის გეგმა ვერ შესრულდა, რადგან თამბაქოს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 30%, ე.წ., თუთუნის მოხმარებაზეა გადასული. მისი თქმით, კონტრაბანდული საქონელის წილი ბაზარზე 3%-4%-ს არ აღემატება, რაც ნორმალური მაჩვენებელია.

“კონტრაბანდა არც ჩვენთან და არც სხვა ქვეყანაში გამორიცხული არაა, როდესაც აქციზის გადასახადი ქვეყანაში არსებობს და მეზობელ ქვეყნებში უფრო დაბალი განაკვეთია, რა თქმა უნდა, კონტრაბანდის რისკი ყოველთვის იარსებებს, თუმცა როგორ შემოსავლების სამსახური, ასევე შსს, აქტიურად მუშაობს და თუ ნახავთ გამოვლენები გაცილებით მეტია ბოლო ორი წლის განმავლობაში. რაც შეეხება თავად სტრუქტურას, კონტრაბანდის ეფექტი არის გაცილებით უფრო დაბალი, ვიდრე, ე.წ., “თუთუნის” კომპონენტი, რაზედაც მოხმარების, დაახლოებით, 30% არის გადასული. კონტრაბანდის კომპონენტი შეიძლება იყოს 3-4%,”- ამბობს კაკაურიძე.

აქციზში დანაკლისის მიზეზი ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია გაშიფრული. მთავრობის განმარტებით, დანაკლისი გამოიწვია თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის ცვლილებამ და თუთუნის მოხმარების ზრდამ. თუთუნი აქამდე არ იბეგრებოდა,თუმცა ახალი რეგულაციით, ე.წ., "წონის" ტუთუნიც დაიბეგრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system