თავში

რატომ ვერ ვიყენებთ საზღვაო პოტენციალს

რატომ ვერ ვიყენებთ საზღვაო პოტენციალს
რატომ ვერ ვიყენებთ საზღვაო პოტენციალს

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, პოტენციალზე რეგულარულად წრეს. ამჯერად ცენტში საგადასახადო ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს. სპეციალისტების აზრით, მხოლოდ სატარიფო პოლიტიკის შეცვლით შეიძლება ქვეყანამ გამოიყენეოს ეფექტირად საკუთარი საზღავო პოტენციალი. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წლებში, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულია 28 გემი.

"ფლოტის რაოდენობის მიუხედავად - ვართ დროშის სახელმწიფო, გაგვაჩნია საზღვაო სააგენტო, გვაქვს დროშის სახელმწიფო კონტროლი, გვყავს სახელმწიფო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, გვყავს პერსონალიის მომზადების და გადამზადების ცენრები, გვყავს პერსონალი, გვაქვს კანონმდებლობა და გაგვაჩნია ნავსადგურები, არსებობს საზღვაო კონვენციების გრძელი სია რომლებზედაც საქართველო არის მიერთებული, ვართ IMO ს წევრი 1993 წლიდან, ვართ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარე, გაგვაჩნია ჰიდროგრაფიული სამსახური. და ა.შ. მიუხედავად ამისა, 2017-2018 წლებში, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებული 28 გემიდან, სადაც 16 თევსაჭერი და 8 იახტა იყო, მხოლოდ 2 - ბალკერი, 1- ტანკერი, 1- რეფრეჯერატორული გემია. ბუნებრივია, თუნდაც, ასეთი მცირე რაოდენობის დარეგისტრირებული გემებით, საქართველო გახდეს საზღვაო ქვეყანა - შორეულ პერსპექტივას განეკუთვნება. აუცილებელია, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, პირველ რიგში, უცხოელი ინვესტორების (გემთფლობელები) დაინტერსება, საქართველოს დროშით არა მარტო დაარეგისტრირონ გემები, არამედ, საფუძველი შეუქმნან თანამედროვე საზღვაო თუ საოკეანო სანაოსნოების ჩამოყალიბებას", – წერს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system