თავში

რატომ ვერ ვითარდება მეცხოველეობა - Exclusive

რატომ ვერ ვითარდება მეცხოველეობა
რატომ ვერ ვითარდება მეცხოველეობა - Exclusive

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში 160.3 მლნ. ლიტრი რძეა წარმოებული, 4.8%-ით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით ნაკლებია. ამავდროულად წარმოებულია 146.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.1%-ით ნაკლებია.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე ორ მიზეზს ვარაუდობს. როგორ მან report.ge-ს განუცხადა, შესაძლოა ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლა იმპორტმა, ან მოსახლეობა გაღარიბდა, რის გამოც შემცირდა მოხმარება. მისივე თქმით, მოხმარებისა და საქონელწარმოების შემცირება შეამცირებს მოთხოვნას ლარზე, რაც ავტომატურად დაძრავს ინფლაციის ახალ ტალღას.

იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო გლობალური შიმშილობისთვის ემზადება და გაერო ფიზიკური გადარჩენისთვის სახელმწიფოებს აფრთხილებს მიხედონ საკუთარ წარმოებასა და სოფლის მეურნეობას, Report.ge დაინტერესდა რატომ ვერ ვითარდება ეს სექტორი საქართველოში მილიონობით კაპილტალდაბანდების მიუხედავად.

როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ აგვიხსნა, მიზეზი ფულის არამიზნობრივად და გაუაზრებლად ხარჯვაა. მისი თქმით, პროგრამები, რომელიც ამ დარგში სახელმწიფოსგან ფინანსდება, გაუაზრებლადაა გაწერილი.

"მეცხოველეობის კლება გასაკვირი არაა, რადგან, ფაქტობრივად, არ არსებობს საკვები ბაზა. შვეიცარელები და გერმანელები მესხეთ-ჯავახეთიდან აქტიურად ეზიდებიან თივას მაღალი ხარისხის ყველის წარმოებისთვის. რას ვაკეთებთ ჩვენ? 2 მილიონი ჰექტარი სათიბ-საძოვარი გვაქვს და რაში ვიყენებთ? ერთადერთი რაც მისასალმებელია, ხელოვნური განაყოფიერების კულტურის დანერგვაა, თუმცა შეცდომა იქნა დაშვებული მაღალპროდუქტიული პირუტყვის მოვლისას. ესტონური და შვეიცარული ჯიშის საქონელს საქართველოს მთაში გადაადგილება გაუჭირდა, მისი მუხლი და ჩლიქი არაა მთის კლიმატსა დაც რელიეფს შეგუებული. გარდა საქართველოში ეს ცხოველები დაავადდა, რადგან არცოდნის გამო ისინი ცხვრის ფარასთან ერთად დააბინავეს. ცხვარი ჩლიქით ატარებს ისეთ ბაქტერიას, რომელიც მისთვის გენეტიკური ბუნებრივია, მაგრამ საქონელს ჩლიქები დაუჩირქა. ამიტომ ნებისმიერ საქმეს ცოდნა უნდა. ფრაგმენტული ინვესტიციით ვერაფერს მივიღებთ, ზარალის გარდა," - გვიხსნის სოფლის მეურნეობის ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system