თავში

რატომაა აუცილებელი ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა საქართველოში

რატომაა აუცილებელი ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა საქართველოში
რატომაა აუცილებელი ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა საქართველოში

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ერიკ ილესი, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე კონფერენციას გახსნიან.

კონფერენციას ესწრება report.ge-ს ჟურნალისტი, რომელიც გაჟღებეულ მთავარ მესიჯებს დეტალურად გაგვაცნობს.მანამდე კი შეგახსენებთ, საქართველო ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ცირკულარი ეკონომიკის დასანერგად, ევროპაში კი ის მძლავრადაა განვითარებული.

მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე – ამგვარია დღეს არსებული ხაზოვანი ეკონომოკის მოდელი, რომლითაც სამყარო რესურსების 95%-ს კარგავს. ბუნებრივი რესურსები ხომ უსასრულო რაოდენობის არ არის და ერთ დღესაც ის გამოილევა. რაც უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, უფრო ნაკლები რჩება მომდევნო თაობებს. გარდა ამისა, გადაყრილი ნარჩენი ბუნებაში გარკვეულ ადგილს იკავებს, ბინძურდება ოკეანეები, ნადგურდება ან ავადდება ზღვის ცხოველები და ფრინველები და არაა გამორიცხული საწარმოო ნარჩენებისგან დაავადებული ცხოველი ან ფროვნელი ჩვენვე მივირთვათ და ჩვენვე დაავვადდეთ.

ცირკულარული ეკონომიკა ესაა ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს. ცირკულარული სისტემის მთავარი “იარაღებია” : ხელახალი მოხმარება, გადამუშავება, შეკეთება, რეაბილიტაცია და სხვა ისეთი ხერხები, რითიც კონკრეტული ნივთი და მასალა ვარგისი იქნება გამოსაყენებლად. ცირკულარული ეკონომიკა აქტიურად ცდილობს, დანერგოს საზოგადოებაში, რომ “ნარჩენი არ არის ნაგავი” და ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისთვის გამოსადეგია. განახლებადი ენერგიის გამოყენების, შემცირებული გამონაბოლქვისა და ნარჩენების შემცირების ალტერნატივების ფონზე ცირკულარული ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების და რესურსების საზღვრებში, რომელიც დედამიწას აქვს.

ცირკულარული ეკონომიკის 5 ძირითად სარგებელს წარმოადგენს:

  • ახალი, “მწვანე ინდუსტრიებისა” და სამუშაო ადგილების შექმნა
  • სხვადასხვა ნედლეულის იმპორტის შემცირება
  • რესურსების გამოყენების შემცირების შედეგად გარემოს ნაკლები დაბინძურება
  • ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პერსპექტივა
  • ენერგიის, რესურსებისა და ნარჩენების შემცირებით შემცირდება ხარჯებიც

ცირკულარული ეკონომიკის მომხრეები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მოდელით ცხოვრება საზოგადოების ცხოვრების დონეს არც ერთ შემთხვევაში არ შეამცირებს. პირიქით, ის უფრო ეკონომიური იქნება როგორც ხარჯის, ისე რესურსების კუთხითაც. ცირკულარული ბიზნეს მოდელები იმგვარადვე სარგებლიანები შეიძლება, იყვნენ, როგორებიც ხაზოვანი ბიზნეს მოდელებია – მათ შეუძლიათ, შექმნან იმგვარი პროდუქტები და სერვისები, როგორებსაც ზოგადად ვართ მიჩვეულნი.

2018 წლის მონაცემებით ცირკულარულ ეკონომიკაში ინვესტირების კუთხით ევროპის ლიდერი ქვეყნების სია ამგვარად გამოიყურება:

დიდი ბრიტანეთი – 31 მილიონი $

გერმანია – 28,7 მილიონი $

საფრანგეთი – 21,3 მილიონი $

იტალია – 17,8 მილიონი $

ესპანეთი – 11 მილიონი $

სპეციალისტები რეკომენდაციით, აუცილებელია, სამყარო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადაეწყოს. მათი თქმით, ეს სწორედ ესაა ის სისტემა, რომელსაც შეუძლია, მომავალი შეგვინარჩუნოს.

ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მდგრადი და სწორი მართვით იწყება.

საქართველოში წელიწადში 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის გადამუშავება, სპეციალისტების შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოქმნილი ნარჩენების მნიშვნელოვანი წილი მოდის ორგანულ, პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system