თავში

რატომაა სოფლის მეურნეობა დაბაპროდუქტიული საქართველოში

რატომაა სოფლის მეურნეობა დაბაპროდუქტიული საქართველოში
რატომაა სოფლის მეურნეობა დაბაპროდუქტიული საქართველოში

სპეციალისტები სოფლის მეურნეობის სექტორის დაბალპროდუქტიულობის მიზეზად, სხვა ფაქტორებთან ერთად, ტექნიკა-დანადგარების დეფიციტს ასახელებენ. ფერმერები ჯერ კიდევ ხელით მუშაობენ, რაც მათ პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება. 

აგროტექნიკაზე სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებს ხელს უწყობს, თანამედროვე და ხარისხიანი ტექნიკა შეიძინონ და კარგი იქნება, თუ გაგრძელდება, – ამის შესახებ „აგრო მოტორსის“ დამფუძნებელმა, აკაკი გოგსაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული სოფლის მეურნეობა აგროტექნიკის დეფიციტს განიცდის. „აგრო მოტორსის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, ქვეყანაში აგროტექნიკის ბაზა ფაქტობრივად, განახევრებულია და დაახლოებით შვიდ-რვა ათას ერთეულს შეადგენს, თანაც ფერმერები ძირითადად მეორად ტექნიკას ამჯობინებენ, რაც თანამედროვე ტექნიკასთან შედარებით მეტ საწვავს წვავს და ნაკლებპროდუქტიულია.

„აგრო მოტორსი“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის „John Deere”-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მისი პროდუქციის იმპორტს, რეალიზაციასა და მომსახურებას ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა წლიდან წლამდე ორმაგდება, თუმცა ფერმერები დამოუკიდებლად ახალი ტექნიკის შეძენას მაინც ერიდებიან და კარგი იქნება, თუ წელს მოქმედი აგროტექნიკის სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

„სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტის გამო, მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გაზაფხულზე მომხმარებელს ვერ ავუდიოდით და ეზოში რიგი იდგა. კარგი ექნება, თუ ეს პროექტი გაგრძელდება. ჩვენც ხელს გვიწყობს, ბიზნესს და ფერმერებსაც ხელს უწყობს, რომ თანამედროვე და ხარისხიანი ტექნიკა შეიძინონ," – განაცხადა გოგსაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system