თავში

რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაკეთებინა არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო - მეუფე გრიგოლი

რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაკეთებინა
რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაკეთებინა არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო - მეუფე გრიგოლი

"ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, მონიტორინგი საზედამხედველო ფუნქციაა, რაც თავის მხრივ საპატრიარქოს, მის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების გაკონტროლებისთვის ჰქონდა, თუმცა მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცოტა მეტია გასაკეთებელი. 

"არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე , უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენთიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე განცხადებით, როდესაც სინოდი შეიკრიბება, უნდა იმსჯელოს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ამ დრომდე არის დაგროვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system