თავში

რაზე გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება პრემიერ-მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმზე

რაზე გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება პრემიერ-მინისტრმა
რაზე გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება პრემიერ-მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმზე

“საქართველოს მიერ გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები გაძლევთ საშუალებას 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას გაძლევთ,”- ასე მიმართა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გთბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე.

ფორუმის მონაწილეთათვის მისასალმებელ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მიერ გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას, ერთდროულად როგორც ევროკავშირთან, ასევე დსთ-თან, ჩინეთთან, თურქეთსა და სხვა ქვეყნებთან აქვს გაფორმებული ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები.

“საქართველოს მიერ გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას გაძლევთ. ამ სამომხმარებლო ბაზარის ძირითადი ინფრასტრუქტურა იქმნება იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც დღეს საქართველოს უკვე აქვს გაფორმებული. ეს არის როგორც მოგახსენეთ ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს არის დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე თურქეთთან, უკრაინასთან. ასევე უნდა აღვნიშნო ის მოლაპარაკებებიც, რომლებიც დღეს მიმდინარეობს ინდოეთთან და ისრაელთან,”- ამბობს გახარია.

22-23 ოქტომბერს, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system