თავში

რაზე გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება რკინიგზის შეფმა

რაზე გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება რკინიგზის შეფმა
რაზე გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება რკინიგზის შეფმა

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და გაზრდილ ტვირთბრუნვაზე ისაუბრა.

დავით ფერაძის განცხადებით, არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზამ“ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაზრდილია როგორც სატვირთო გადაზიდვებიდან, ასევე მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები, რეკორდულად მაღალი შედეგებია საკონტეინერო გადაზიდვებში.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთის, „შუა დერეფნის" განვითარების და სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ მხრივ აღსანიშნავია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც გაიზრდება გამტარუნარიანობა, ასევე საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემების მიმოსვლა, რაც ევროპისა და აზიის ტვირთებს რკინიგზით დააკავშირებს.

„ჩვენი ამოცანაა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ვაქციოთ მსხვილ ლოგისტიკურ ჰაბად აზია-ევროპის სატრანზიტო სივრცეში და საქართველოს რკინიგზა აქტიურ როლს თამაშობს ამ მიზნის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ ამ სექტორის განვითარებას არ გულისხმობს. გაზრდილი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარებას,“ - განაცხადა თავის გამოსვლაში სს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვამ 2018 წელს 10 მლნ ტონა შეადგინა, რაც 21012 წლის მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია, 6 წლიანი უწყვეტი კლების შემდეგ 2019 წელს შეინიშნება მცირე მატება. 2018 წელს რკინიგზის შემოსავალი 424 მლნ-ს შეადგენდა, 2015 წელთან შედარებით 150 მლნ-ით ნაკლებს.

2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნა, მისი რესურსი წლიურად 17 მლნ ტონაა, თუმცა ამჟამინდელი დატვირთვა მიზერულია. ამ დრომდე არ ამოქმედებულა რეგულარული სამგზავრო რეისებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system