თავში

რაზე გაკეთდება აქცენტები 2021 წლის აგრარულ პოლიტიკაში

რაზე გაკეთდება აქცენტები 2021 წლის აგრარულ პოლიტიკაში
რაზე გაკეთდება აქცენტები 2021 წლის აგრარულ პოლიტიკაში

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მოუსმინეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და კომიტეტის წევრებმალევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე.

შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც გადაწყდა, რომ კომიტეტი და სამინისტრო ერთობლივად იმუშავებენ. მოხდა იმ გამოწვევებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირება, რაზეც 2021 წელს განსაკუთრებულად გაკეთდება აქცენტები. ეს ეხება როგორც სასურსათო უსაფრთხოებას, ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას, სასურსათო ბანკის შექმნას, ასევე ისეთ პროექტებს, როგორიცაა აგრორეგიონი, ბიომეურნეობების განვითარება და სხვა საკითხები.

პრიორიტეტებს შორისაა ასევე აგრარულ სფეროში, სოფლის მეურნეობაში განათლების ხარისხის ზრდა, პროფესიონალი კადრების მომზადება და რეგიონების ასეთი კადრებით უზრუნველყოფა, ევროპულ ბაზარზე გასვლა, იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის წარმოება, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიწის კანონის და მიწის რეფორმის აღსრულების მონიტორინგზე, ასევე კოოპერატივების მუშაობის პროცესზე და ა. შ.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო წინაპირობის შექმნა იმისათვის, რომ საპარლამენტო კომიტეტმა და სამინისტრომ კოორდინირებული სამუშაო გასწიონ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისათვის, ასევე იმ პრიორიტეტების განსაზღვრისათვის, რომლებზეც კანონმდებლები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები 2021 წლის განმავლობაში იმუშავებენ.

სამუშაო შეხვედრაში 2021 წლის სამოქმედო გეგმის განსახილველად მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, კომიტეტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system