თავში

რაზე ხარჯავენ ყველაზე მეტს საქართველოში

რაზე ხარჯავენ ყველაზე მეტს საქართველოში
რაზე ხარჯავენ ყველაზე მეტს საქართველოში

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი, 37.8 %, სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს. 

ფულადი ხარჯების ყველაზე მცირე წილი,2.8% კი განათლებაზე მოდის. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლებშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობა თვეში საშუალოდ 1 220.1 მილიონ ლარს ხარჯავდა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 146.1 ლარს, ხოლო ერთ სულზე 327.7 ლარს უტოლდება.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.2 პროცენტი შეადგინა. შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 764.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 455.7 მილიონი ლარი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system