თავში

რაზე მუშაობას ურჩევენ ახალი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს

რაზე მუშაობას ურჩევენ ახალი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს
რაზე მუშაობას ურჩევენ ახალი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს

დედოლარიზაცია, ბიუროკრატია და სახელწიფო საწარმოები - ამ სამი საკითხის ჩასმას ურჩევენ ეკონომიკურ დღის წესრიგში ახალ პრემიერს ირაკლი ღარობაშვილს.

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალური დირექტორი ამ სამსაკითხს მიიჩნევს ხელოვნურად შექმნილ ინსტრუმენტებად, რაც ნეგატიურად მოქმედებს თავისფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე.

მისი განმარტებითვე, დედოლარიზაცია არის მხდელობა ხელოვნურად გაზარდოს ლარის მოთხოვნა, მაშინ როდესაც, ლარი თავისთავად ძვირია. 

"ჩვენ ხელოვნურად ვაიძულებთ მომხმარებლებს, რომ ან ძვირი პროდუქტი აიღოს ან მაქინაციებით გვერდი აუაროს ამ მოთხოვნებს. რაც თავისთვად არასწორია", - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი და იქვე ბიუროკრატიის შემცირების აუცილებლობაზეც საუბრობს.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, ბიუროკრატიის შემცირება.

"ძალიან ბევრი წუხილი გვესმის ბიზნესისგან, რომ მათი მშენებლობები თუ სხვა პროექტები შენელდა ან სულაც შეფერხდა ბიუროკრატიის გამო ეს მოსაგვარებელია," - ამბობს ალექსიშვილი.

მისი აზრით,  სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაცია ან პრივატიზება სწრაფ ტემპში უნდა მოხდეს, როგორც მინიმუმ, უნდა მოხდეს მათი აქციების საერთაშორისო ბირჟაზე გატანა და კაპიტალის მოზიდვა

"ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის რომ საქართველოში არის სივრცე თანხების დაბანდებისთვის,“ - ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

ცნობისთვის, ბიურიკრატიის მაღალ დონეს მთავრობა არ აღიარებს. რაც შეეხება, დედოლარიზაციას, ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკას აუცილებლობად მიიჩნევს, ეკონომიკაში დოლარიზაციის ნეგატივის გასანეირალებლად, შესაბამისად, ლარიზაციისა და დედოლარიზაციის პოლიტიკა ქვეყანაში მომავალშიც გაგრძელდება. 

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება კი დაწყებულია. 2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.ამ დღეებშიმთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს. სწორედ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარება და მათი რეფორმირება არის ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი, რასაც მტავრობა ეყრდნობა და დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასასვლელად.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system