თავში

რძის ბაზარი ვერ კონტროლდება

რძის ბაზარი ვერ კონტროლდება
რძის ბაზარი ვერ კონტროლდება

"რძის ბაზარი უკონტროლოა, რაც ამ ინდუსტრიის მეწარმეებს განვითარებაში ხელს უშლის" - ამის შესახებ report.ge-ს "რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს". ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სრულად უკონტროლოა რძის პირველადი წარმოება, რაც არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას თანხის დაზოგვის მიზნით აწარმოონ უხარისხო პროდუქტი, გაყიდონ ის დაბალ ფასად, რის გამოც ბაზარზე არაკონკურენტული გარემო იქმნება.

მისივე თქმით, არ არსებობს კონტროლის მინიმალური სქემაც, რის გამოც, ერთი მხრივ, მომხმარებელს ბაზარზე უხარისხო პროდუქტს სთავაზობენ, მეორე მხრივ, თავს არიდებენ გადასახადებს. ასოციაციის ინფორმაციით, აღურიცხავი პროდუქტების ბრუნვა ყოველწლიურად მილიარდ ლარს აჭარბებს. ბიზნესგაერთიანების განმარტებით, ესაა ბიუჯეტში გადასახადისაგან თავის არიდების სქემა, რომელიც კონტროლს მიღმაა, შედეგად ბიუჯეტი დიდ თანხას კარგავს.

"ჩვენ ამგვარი საწარმოების დახურვას არ ვითხოვთ. პირიქით რაც უბრო მეტი მეწარმე გვეყოლება რძის ინდუსტრიაში, გაიზრდება კონკურენცია, რითაც მომხმარებელი მოიგებს, რადგან მეწარმეები ამ დროს ცდილობენ არ "დააგდონ" ხარისხი და მაქსიმალურად დაწიონ ფასი, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ თამაშის წესები ყველასთვის საერთო იქნება. დღეს, სამწუხაროდ, რძის ბაზარზე ასე არაა. ათეულობით მეწარმე ახერხებს რძე და რძის პროდუქტი აწარმოოს სახელმწიფოს კონტროლს მიღმა. აუცილებელია, ისინი ცივილური კონტროლის ქვეშ მოექცენენ. სახელმწიფო კარგავს დიდ შემოსავალს. გარდა ამისა, არ კონტროლდებიან სურსათის უვნებლობის კუთხითაც, რაც ბაზარზე საეჭვო წარმოშობის, დაბინძურებული პროდუქტის მოხვედრის წინაპირობაა," - განუცხადა "რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახა კონიაშვილმა.

ცნობისთვის, წარმოების პროცესის შემოწმება 2020 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ ჩვენს სააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განგვიცხადეს. უწყების განმარტებით, სამინისტრო მიჰყვება ევროდირექტივებს, რომლის მიხედვით, რძის ინდუსტრიის კონტროლი 2020 წლიდანაა გაწერილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system