თავში

რძის ფასი მატულობს, წარმოება - მცირდება

რძის ფასი მატულობს, წარმოება - მცირდება
რძის ფასი მატულობს, წარმოება - მცირდება

მერძევეობის ძირითადი პრობლემა  წარმოების სიმცირეა, რის პარალელურადაც პროდუქტიულობაც იკლო. ორგანიზაცია ,,მერძევეობა საქართველოში"-ს ცნობით, აგვისტოში ნედლი რძის  პროდუქტების ბაზარი შემცირდა. მეწარმეები ამბობენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნედლი რძის შესყიდვა განახევრებული რაოდენობით უწევთ. 

ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერი გიორგი გიორგაძე ვერ მალავს გაკვირვებას, რომ ფასი, ფაქტობრივად, კურსის შესაბამისად მატულობს, რის საფუძველიც, მისი თქმით, რეალურად არ არსებობს.

,,საქონლის პროდუქტიულობა დაეცა, რის გამოც წარმოების ტემპმა კატასტროფულად იკლო. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ მოწოდებამ იკლო შინამეურნეების მხრიდანაც და წარმოება გამოუვალ სიტუაციაშია. წარმოება იმდენად შემცირდა, რომ ნახევარსაც ვერ ვაწარმოებ იმასთან შედარებით, რაც შარშან ამ დროს იყო. მარტო მცდელობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. ხალხი წარმოების ზრდით არ არის დაინტერესებული. ნედლი რძე ძვირდება და ამასაც დოლარის კურსს უკავშირებენ, რის საფუძველსაც ვერანაირად ვერ ვხედავ. არ მესმის, გლეხის პროდუქტთან სავალუტო ბაზრის გავლენა რატომ უნდა იყოს მიბმული, ბაზარი არაადეკვატური ტენდენციებით ხასიათდება, ალაბთ, ესეც ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს", - ამბობს report.ge-თან გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე, ისე ნედლ რძეზე: სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან); ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).

,,რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი ორგანიზაციამ "მერძევეობა საქართველოში-მ დათვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system