თავში

რძის ნაწარმის რეალიზაციისთვის გლეხს გადასახადის გადახდა მოუწევს

რძის ნაწარმის რეალიზაციისთვის გლეხს გადასახადის გადახდა მოუწევს
რძის ნაწარმის რეალიზაციისთვის გლეხს გადასახადის გადახდა მოუწევს

2020 წლიდან ოჯახებს, რომლებიც ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ Report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. ინფორმაცია დაგვიდასტურა ყველის გილდიის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემაც, რომელმაც ამ და რძის ინდუსტრიაში არსებულ სხვა პრობლემებზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

კუსტარული წარმოება, ლაბორატორიის არარსებობა და რძის დეფიციტი - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ყველის მწარმოებლები საუბრობენ. მეყველეთა გილდიის თავჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, რომ რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე ყველაზე დიდი პრობლემა არარეგისტრირებული მეწარმეების არსებობაა. მისი თქმით, კეთილსინდისიერი მეწარმეები მათთან კონკურენციაში არათანაბარ პირობებში არიან და ზარალდებიან.

"ჩვენ გადასახადებს ვიხდით, კეთილსინდისიერად ვმუშაობთ, ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ნორმები, სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, არარეგისტრირებული მეწარმეები უგულებელყოფენ ამ მოთხოვნებს და ქართული ბაზრის 90%-ს იკავებენ. იმედია, კიდევ ერთხელ არ გადავადდება და 2020 წლიდან ამოქმედდება კანონი, რომლითაც არარეგისტრირებულ მეწარმეებს საქმიანობა აეკრძალებათ," - გვითხთხრა ანა მიქაძემ.

მისივე თქმით ქვეყანაში გვაქვს ლაბორატორია, სადაც პროდუქტი მოწმდება სხვდასხვა კრიტერიუმებით, მაგრამ აკრედიტირებული ლაბორატორიის დეფიციტია ქვეყანაში.

"გვქონია შემთხვევა, რომ გავაგზავნეთ ლაბორატორიაში და მოვიდა დამაკმაყოფილებელი პასუხი. ეს ხარჯებს გვიზრდის, ნიმუშის გაგზავნა დროს და ხარჯს მოითხოპვს.. უკეთესი იქნება, ქვეყანაში ყველა რეგიონში თუ იქნება აკრედიტებული ლაბორატორიები," - ამბობს ყველის გილდიის თავმჯდომარე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system